გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Meta-ს მზარდი ხარჯები ინვესტორებში კითხვებს აჩენს

მარიამ ქადარია7 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Meta-ს მზარდი ხარჯები ინვესტორებში კითხვებს აჩენს

Meta Platforms-მა მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა, რამაც ინვესტორების ყურადღება მიიპყრო.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შემოსავალი გაიზარდა, ინვესტორების ყურადღება ხარჯების მკვეთრმა მატებამ მიიპყრო, რის შემდეგაც Meta-ს აქციების ფასი დაახლოებით 8%-ით შემცირდა.

ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მონაცემთა ცენტრებსა და ჩიპებზე გაწეულმა ხარჯებმა ერთ აქციაზე მიღებული მოგება 13%-ით შეამცირა. ამავე პერიოდში საოპერაციო და საინვესტიციო ხარჯების შემდეგ დარჩენილი თანხა 91%-ით, 784 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ინვესტორების ნაწილი შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულება Meta-სთვის ისეთივე ძვირადღირებული პროექტი გახდება, როგორიც მეტავერსი იყო, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ახალი ტექნოლოგია უკვე ზრდის მომხმარებელთა აქტივობას და აუმჯობესებს რეკლამის შედეგებს.

Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტს ამჟამად მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, Meta-ს 3.6-მილიარდიანი აუდიტორია კომპანიის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად რჩება, რის გამოც ანალიტიკოსების ნაწილი აქციების ამჟამინდელ ფასს საინტერესოდ მიიჩნევს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო5 ნოე. 20262 წთ კითხვა

Apple $7 მილიარდამდე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

Apple აშშ-ის დოლარში დენომინირებული შვიდი ტრანშის ობლიგაციების გამოშვებით 7 მილიარდ დოლარამდე მოზიდვას გეგმავს. Microsoft-ის, Meta-სა და Oracle-ისგან განსხვავებით, Apple-ს ვალის აღება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტიციების დასაფინანსებლად არ სჭირდება — კომპანიას მნიშვნელოვანი ფულადი რეზერვები და ძლიერი საოპერაციო ნაკადები აქვს, რის გამოც ახალი ემისია უფრო მეტად ფინანსური მოქნილობის გაზრდას ემსახურება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს

იაპონიის სახელმწიფო ფონდი Japan Investment Corp მის საკუთრებაში არსებული JSR-ის გაყიდვას განიხილავს. კომპანიის შეძენით Mitsui Chemicals არის დაინტერესებული. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 8.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 4%-ს მიაღწია, სექტემბერში კი 3.8% იყო. ეს ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ზრდაზე ყველაზე მეტად ენერგიისა და საკვების გაძვირებამ იმოქმედა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე