გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Nike ჩინეთში გაყიდვების სტრატეგიას ცვლის

მარიამ ქადარია3 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Nike ჩინეთში გაყიდვების სტრატეგიას ცვლის

Nike ჩინეთში პარტნიორი კომპანიების მეშვეობით გაყიდვებს ამცირებს. კომპანიის მიზანია, ხშირი ფასდაკლებები შეზღუდოს, ბრენდის პოზიციები გააძლიეროს და გაყიდვებიდან მიღებული მოგება გაზარდოს. ცვლილების გამო Nike-მა შესაძლოა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგოს.

Bernstein-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2027 ფისკალური წლისთვის კომპანიის საოპერაციო მოგების წილი ჩინეთში 24%-მდე გაიზრდება. 2027 წლის იანვრიდან Nike-ის პროდუქცია ონლაინ მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, აპლიკაციასა და Tmall-ის, JD.com-ისა და Douyin-ის ოფიციალურ მაღაზიებში გაიყიდება.

კომპანია თანამშრომლობას წყვეტს იმ ონლაინ გამყიდველებთან, რომლებიც პროდუქციას დიდი ფასდაკლებით სთავაზობდნენ მომხმარებლებს. Nike-ში მიიჩნევენ, რომ ამ პრაქტიკამ ბრენდის იმიჯი დააზიანა და არაოფიციალური გაყიდვების ზრდას შეუწყო ხელი.

ანალიტიკოსების აზრით, ახალი მოდელი მოგებას გაზრდის, თუმცა დაკარგული გაყიდვების სრულად აღდგენა რთული იქნება. დაბალ ფასზე ორიენტირებული მომხმარებლების ნაწილი შესაძლოა Adidas-ს ან ადგილობრივ ბრენდებს, Anta-სა და Li Ning-ს მიემხროს.

Nike-ის წილი ჩინეთის ბაზარზე 2020 წლის შემდეგ 27%-დან 16%-მდე შემცირდა. Bernstein-ის შეფასებით, კომპანიის პოზიციები 2028 წლიდან თანდათან გამყარდება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ბიტკოინი დასტაბილურდა - Binance-მა მოპარული თანხების 90%-ზე მეტი აანაზღაურა

Binance-მა რეკორდული კიბერშეტევის შედეგად მოპარული 6.3 მილიარდი დოლარიდან 6 მილიარდი აანაზღაურა და თანხის გატანა ნაწილობრივ აღადგინა. მიუხედავად ამისა, ბიტკოინის ბაზარზე გაურკვევლობა რჩება, რასაც კრიპტოინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებიც ამძაფრებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ელექტროენერგიის გაძვირება აშშ-ის შუალედური არჩევნების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა

აშშ-ში ელექტროენერგიის გადასახადები 2024 წლის შემდეგ საშუალოდ 10%-ზე მეტად გაიზარდა. ოჰაიოში მატება 20%-ს აჭარბებს, მაღალი ფასები კი მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიის ფასი შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საკითხია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

პორტუგალია Galp-ში სახელმწიფო წილის გაზრდას განიხილავს

პორტუგალიის მთავრობა ნავთობკომპანია Galp Energia-ში საკუთარი 8%-იანი წილის გაზრდას განიხილავს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კომპანიისა და ესპანური Moeve-ს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე