გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Porsche-ში შესაძლოა კვლავ 4,100 სამუშაო ადგილი შემცირდეს

მარიამ ქადარია21 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Porsche-ში შესაძლოა კვლავ 4,100 სამუშაო ადგილი შემცირდეს

Porsche-ში დაახლოებით 4,100 სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება. ინფორმაცია Handelsblatt-მა Volkswagen-ის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა. ახალი გეგმა კომპანიის ხარჯების შემცირებას და დაახლოებით €700-მილიონიანი დანაკლისის აღმოფხვრას უკავშირდება.

ახალი გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, Porsche-ში სამუშაო ადგილების შემცირება კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. კომპანიას უკვე გადაწყვეტილი აქვს დაახლოებით 9,000 პოზიციის გაუქმება. აქედან 4,000 ძველ გეგმას უკავშირდება, დამატებით 5,000-ის შემცირებაზე კი შეთანხმება ივლისში შედგა.

Porsche-ის მდგომარეობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გართულდა. ჩინეთში კომპანიის გაყიდვები შემცირდა, პრობლემებია ელექტრომობილების მიმართულებითაც. Volkswagen-მაც შეამცირა წლიური მოგების პროგნოზი და თვლის, რომ საოპერაციო მოგების მარჟა დაახლოებით 1% იქნება.

ახალი გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, 2035 წლისთვის Porsche-ის დაახლოებით ყოველი მეხუთე სამუშაო ადგილი გაუქმდება. კომპანიას გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს

იაპონიის სახელმწიფო ფონდი Japan Investment Corp მის საკუთრებაში არსებული JSR-ის გაყიდვას განიხილავს. კომპანიის შეძენით Mitsui Chemicals არის დაინტერესებული. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 8.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 4%-ს მიაღწია, სექტემბერში კი 3.8% იყო. ეს ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ზრდაზე ყველაზე მეტად ენერგიისა და საკვების გაძვირებამ იმოქმედა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ამერიკული ჯგუფი ლუკოილის $22-მილიარდიანი აქტივების შეძენას გეგმავს

ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი ლუკოილის უცხოური აქტივების შეძენაზე მუშაობს. საუბარია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მდებარე ნავთობის საბადოებზე, გადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც თავდაპირველად დაახლოებით 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

მარიამ ქადარიაწაიკითხე