გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

Rio Tinto-ს ლითიუმის პროექტის განხილვა ჩინეთში გადაიდო

მარიამ ქადარია7 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Rio Tinto-ს ლითიუმის პროექტის განხილვა ჩინეთში გადაიდო

ჩინეთის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ ჩილეს სახელმწიფო კომპანია ENAMI-სა და Rio Tinto-ს ერთობლივი ლითიუმის პროექტის განხილვა რამდენიმე თვით გადადო.

ENAMI-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ხუან კარლოს საესის განცხადებით, ჩინეთის მარეგულირებლის თანხმობის მიღების შემდეგ კომპანიები Salares Altoandinos-ის პროექტის განხორციელებას დაიწყებენ.

პროექტის ღირებულება 3 მილიარდ დოლარზე მეტია. გეგმის მიხედვით, ლითიუმის წარმოება 2032 წელს დაიწყება და საწყის ეტაპზე წელიწადში 35 000 ტონას მიაღწევს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი წარმოების 75 000 ტონამდე გაზრდაა დაგეგმილი.

Salares Altoandinos ჩილესთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლითიუმის პროექტია. მისი დაწყების ვადები ახლა ჩინეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს

იაპონიის სახელმწიფო ფონდი Japan Investment Corp მის საკუთრებაში არსებული JSR-ის გაყიდვას განიხილავს. კომპანიის შეძენით Mitsui Chemicals არის დაინტერესებული. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 8.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 4%-ს მიაღწია, სექტემბერში კი 3.8% იყო. ეს ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ზრდაზე ყველაზე მეტად ენერგიისა და საკვების გაძვირებამ იმოქმედა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ამერიკული ჯგუფი ლუკოილის $22-მილიარდიანი აქტივების შეძენას გეგმავს

ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი ლუკოილის უცხოური აქტივების შეძენაზე მუშაობს. საუბარია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მდებარე ნავთობის საბადოებზე, გადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც თავდაპირველად დაახლოებით 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

მარიამ ქადარიაწაიკითხე