გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

როგორ გეგმავს მარკ კარნი აშშ-სთან სავაჭრო ომის დასრულებას

მარიამ ქადარია7 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
როგორ გეგმავს მარკ კარნი აშშ-სთან სავაჭრო ომის დასრულებას

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი მიიჩნევს, რომ ამერიკული ტარიფები ალუმინზე, რეალურად, თავად აშშ-ს ეკონომიკას აზარალებს. მისი განცხადებით, ამ სექტორში არსებული დავის მოგვარება შესაძლოა ორ ქვეყანას შორის გაცილებით მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების „გასაღები“ გახდეს.

კვებეკში, „რიო ტინტოს“ (Rio Tinto Group) ალუმინის ქარხანაში ვიზიტისას, კარნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც 2025 წლის ივნისში პრეზიდენტმა ტრამპმა იმპორტირებულ ლითონზე 50%-იანი საბაჟო გადასახადი დააწესა, აშშ-ში ალუმინის ფასები კატასტროფულად გაიზარდა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში ალუმინის მწარმოებელთა ფასების ინდექსმა 52%-ით მოიმატა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ფასების ზრდა მხოლოდ საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებით არ არის განპირობებული. „ფასნამატის უდიდესი ნაწილი სწორედ ტარიფის პირდაპირი შედეგია, რომლის გადახდაც ამერიკულ კომპანიებს უწევთ,“ - განაცხადა კარნიმ.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ შეერთებული შტატები საკუთარი რესურსებით ვერ აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას პირველად ალუმინზე და კრიტიკულად არის დამოკიდებული იმპორტზე. გასულ წელს ამერიკული იმპორტის თითქმის ნახევარი - 44% - სწორედ კანადაზე მოდიოდა.

ოტავას მიზანია, მიაღწიოს შეთანხმებას არა მხოლოდ ალუმინის, არამედ ფოლადის, ავტომწარმოებლობისა და ხე-ტყის სექტორებშიც. კარნიმ მკაფიოდ მიანიშნა, რომ კანადა არ აპირებს დასჯერდეს მხოლოდ ვიწრო, ერთჯერად გარიგებას, რომელიც სხვა სტრატეგიულ დარგებს მიღმა დატოვებს, თუმცა, ამერიკელი მაღალჩინოსნები კანადისგან საპასუხო ნაბიჯებს ელიან - საუბარია ავტომობილებზე დაწესებული საპასუხო ტარიფების გაუქმებაზე, რძის პროდუქტებით ვაჭრობის კონტროლის შემსუბუქებასა და პროვინციული სააგენტოების მიერ ამერიკული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციაზე არსებული ბარიერების მოხსნაზე.

თუ მხარეები საერთო ენას ვერ გამონახავენ, სავაჭრო დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. ასეთ შემთხვევაში, ახალი ამერიკული სანქციები კანადური ექსპორტის ისეთ ნიშურ პროდუქტებსაც შეეხება, როგორიცაა რძე, ლუდი, ფანერა და ჰოკეის ეკიპირებაც კი.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო5 ნოე. 20262 წთ კითხვა

Apple $7 მილიარდამდე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

Apple აშშ-ის დოლარში დენომინირებული შვიდი ტრანშის ობლიგაციების გამოშვებით 7 მილიარდ დოლარამდე მოზიდვას გეგმავს. Microsoft-ის, Meta-სა და Oracle-ისგან განსხვავებით, Apple-ს ვალის აღება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტიციების დასაფინანსებლად არ სჭირდება — კომპანიას მნიშვნელოვანი ფულადი რეზერვები და ძლიერი საოპერაციო ნაკადები აქვს, რის გამოც ახალი ემისია უფრო მეტად ფინანსური მოქნილობის გაზრდას ემსახურება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს

იაპონიის სახელმწიფო ფონდი Japan Investment Corp მის საკუთრებაში არსებული JSR-ის გაყიდვას განიხილავს. კომპანიის შეძენით Mitsui Chemicals არის დაინტერესებული. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 8.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 4%-ს მიაღწია, სექტემბერში კი 3.8% იყო. ეს ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ზრდაზე ყველაზე მეტად ენერგიისა და საკვების გაძვირებამ იმოქმედა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე