გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Sanofi Insmed-ს $41 მილიარდად შეიძენს

მარიამ ქადარია25 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Sanofi Insmed-ს $41 მილიარდად შეიძენს

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi ამერიკულ Insmed-ს 41 მილიარდ დოლარად შეიძენს. ეს Sanofi-სთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გარიგებაა.

კომპანია Insmed-ის თითო აქციაში 175 დოლარს გადაიხდის, რაც აქციის ბოლო საბაზრო ფასზე 17.5%-ით მეტია. შესყიდვის დასაფინანსებლად Sanofi საკუთარ თანხასთან ერთად სესხსაც გამოიყენებს. JPMorgan-მა კომპანიას 35 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოუმზადა.

Insmed სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალო ორ მედიკამენტს, Brinsupri-სა და Arikayce-ს აწარმოებს. Sanofi ვარაუდობს, რომ შეძენილი მედიკამენტების წლიური გაყიდვები მომავალში 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

გარიგება Sanofi-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი ყველაზე გაყიდვადი პრეპარატის, Dupixent-ის, პატენტების მოქმედების ვადა მომავალი ათწლეულის დასაწყისში იწურება. გასულ წელს პრეპარატის გაყიდვებიდან კომპანიამ 15 მილიარდ ევროზე მეტი მიიღო, რაც მისი შემოსავლის თითქმის 40%-ია. შესყიდვის დასრულება 2027 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო25 ნოე. 20261 წთ კითხვა

Compass Group-ი აშშ-ის ბირჟაზე გადასვლას განიხილავს

ბრიტანული კვების მომსახურების კომპანია Compass Group-ი აქციონერებთან ლონდონიდან აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გადასვლის საკითხს განიხილავს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კრიპტო25 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ Binance-დან მოპარული $1 მილიარდზე მეტის დაბრუნებას ითხოვს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Binance-ზე კიბერთავდასხმის დროს მოპარული მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოაქტივების დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო25 ნოე. 20261 წთ კითხვა

UBS-ს შესაძლოა დამატებით $16 მილიარდის კაპიტალი დასჭირდეს

შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატის კომიტეტმა UBS-ისთვის საბანკო რეგულაციების გამკაცრებას დაუჭირა მხარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე