გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

SpaceX-ის ისტორიული დებიუტი საფონდო ბირჟაზე

მარიამ ქადარია15 ივნისი, 20261 წთ კითხვა
SpaceX-ის ისტორიული დებიუტი საფონდო ბირჟაზე

SpaceX-ის საბაზრო ღირებულებამ 2.2 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რის შედეგადაც კომპანია აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის მეექვსე ადგილზე გავიდა. ამ მაჩვენებლით მან Tesla-საც გადაასწრო, რომლის საბაზრო ღირებულება ამჟამად დაახლოებით 1.52 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი 2026 წლის თებერვალში დადგა, როდესაც ილონ მასკმა xAI SpaceX-ის სტრუქტურაში გააერთიანა. ამის შემდეგ კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის მიმართულების მნიშვნელობაც გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, SpaceX-ის მთავარი შემოსავლის წყარო კვლავ Starlink-ია. 2025 წელს Starlink-ის შემოსავალი 50%-ით გაიზარდა და 11.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ბაზარზე ასევე განიხილავენ Tesla-სა და SpaceX-ის შესაძლო დაახლოებას. ამ თემაზე საუბრისას კომპანიის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა, აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი ილონ მასკის საქმიანობას გაამარტივებდა.

თუმცა მაღალი შეფასება კომპანიას ახალ გამოწვევებსაც უქმნის.

კომპანია ინვესტორების ყურადღების ცენტრში რჩება და ბევრისთვის უკვე არა მხოლოდ კოსმოსური, არამედ ხელოვნური ინტელექტის სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედაც განიხილება.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ბიტკოინი დასტაბილურდა - Binance-მა მოპარული თანხების 90%-ზე მეტი აანაზღაურა

Binance-მა რეკორდული კიბერშეტევის შედეგად მოპარული 6.3 მილიარდი დოლარიდან 6 მილიარდი აანაზღაურა და თანხის გატანა ნაწილობრივ აღადგინა. მიუხედავად ამისა, ბიტკოინის ბაზარზე გაურკვევლობა რჩება, რასაც კრიპტოინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებიც ამძაფრებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ელექტროენერგიის გაძვირება აშშ-ის შუალედური არჩევნების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა

აშშ-ში ელექტროენერგიის გადასახადები 2024 წლის შემდეგ საშუალოდ 10%-ზე მეტად გაიზარდა. ოჰაიოში მატება 20%-ს აჭარბებს, მაღალი ფასები კი მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიის ფასი შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საკითხია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

პორტუგალია Galp-ში სახელმწიფო წილის გაზრდას განიხილავს

პორტუგალიის მთავრობა ნავთობკომპანია Galp Energia-ში საკუთარი 8%-იანი წილის გაზრდას განიხილავს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კომპანიისა და ესპანური Moeve-ს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე