გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Tyson Foods-მა მოგების პროგნოზი შეამცირა

ნუცა ტყეშელაშვილი3 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
Tyson Foods-მა მოგების პროგნოზი შეამცირა

ამერიკულმა კვების კომპანიამ Tyson Foods-მა 2026 ფინანსური წლის მოგების პროგნოზი შეამცირა, რადგან მსხვილფეხა საქონლის შეზღუდული მარაგი და გაზრდილი შესყიდვის ხარჯები კომპანიის საქონლის ხორცის ბიზნესზე კვლავ ძლიერ ზეწოლას ახდენს.

კომპანია ახლა კორექტირებულ საოპერაციო მოგებას 2.1–2.3 მილიარდ დოლარის ფარგლებში ელოდება, მაშინ როდესაც წინა პროგნოზი 2.2–2.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

შემოსავლების წლიური ზრდის პროგნოზი 2.5%-3.5%-მდე განისაზღვრა, რაც ანალიტიკოსების 4.3%-იან მოლოდინზე დაბალია.

ყველაზე დიდი გამოწვევა კვლავ საქონლის ხორცის მიმართულებაა. Tyson ახლა ელოდება, რომ ამ სეგმენტში კორექტირებული საოპერაციო ზარალი 500-650 მილიონ დოლარს მიაღწევს, მაშინ როდესაც ადრე 350-500 მილიონი დოლარის ზარალს პროგნოზირებდა.

მესამე კვარტალში საქონლის ხორცის გაყიდვების მოცულობა 15.9%-ით შემცირდა.

აშშ-ში მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა ბოლო 75 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა, რაც მრავალწლიანი გვალვისა და საკვების გაძვირების შედეგია. ამან პირუტყვის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა და ხორცის გადამამუშავებელი კომპანიების მოგების მარჟები შეამცირა.

დამატებითი ზეწოლა შექმნა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ, რომელმაც დროებით შეაჩერა მექსიკიდან პირუტყვის იმპორტი პარაზიტული დაავადების გავრცელების რისკის გამო. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნა მიმდინარე თვეში იგეგმება, მიწოდება კვლავ შეზღუდულია.

ამ ფონზე მომხმარებლების ნაწილი უფრო იაფ ალტერნატივაზე — ქათმის ხორცზე — გადადის. Tyson-ის ქათმის სეგმენტში გაყიდვების მოცულობა 1%-ით გაიზარდა, ხოლო საოპერაციო მარჟამ 11.2% შეადგინა.

კომპანიის მესამე კვარტლის შემოსავალმა 13.87 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების 14.12 მილიარდი დოლარის პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ანალიზი2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ელექტროენერგიის გაძვირება აშშ-ის შუალედური არჩევნების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა

აშშ-ში ელექტროენერგიის გადასახადები 2024 წლის შემდეგ საშუალოდ 10%-ზე მეტად გაიზარდა. ოჰაიოში მატება 20%-ს აჭარბებს, მაღალი ფასები კი მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიის ფასი შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საკითხია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

პორტუგალია Galp-ში სახელმწიფო წილის გაზრდას განიხილავს

პორტუგალიის მთავრობა ნავთობკომპანია Galp Energia-ში საკუთარი 8%-იანი წილის გაზრდას განიხილავს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კომპანიისა და ესპანური Moeve-ს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ირანი აშშ-ს ჰორმუზის სრუტის ორ დღეში გახსნას სთავაზობს

ირანი აცხადებს, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ორ დღეში აღადგინოს, თუ აშშ მის პირობებს დათანხმდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის თქმით, თავდაპირველად განხილული შვიდდღიანი გეგმის ნაცვლად, ამერიკულმა მხარემ შეთანხმებული ნაბიჯები პირველივე დღეს უნდა გადადგას, ნაოსნობა კი მეორე დღეს აღდგება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე