ბლოგი
ბაზრის ანალიზი, საგანმანათლებლო სტატიები და პრაქტიკული რჩევები — ჩვენი გუნდისგან.

საფონდო

Nike შემოსავლების ზრდას 2029 ფისკალურ წელს ელოდება
კომპანიის ახალი სტრატეგია 2031 ფისკალური წლისთვის დამატებით $5 მილიარდის შემოსავლის მიღებასა და საოპერაციო მოგების მარჟის 12-14%-მდე გაზრდას ითვალისწინებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა
საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა
გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება
ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Nvidia-ს ფინანსური შედეგები AI სექტორისთვის გამოცდად იქცევა
ინვესტორები კომპანიისგან გაყიდვების ზრდის პროგნოზისა და მომხმარებლების ფინანსური მხარდაჭერის სტრატეგიის შესახებ განმარტებებს ელიან.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Deutsche Bank-ის აქციები 6%-ით დაეცა
ჟურნალისტების საერთაშორისო გამოძიება მილიონობით გაჟონილ შიდა დოკუმენტს ეყრდნობა და ბანკის რუსეთში საქმიანობასა და საეჭვო ტრანზაქციებს მოიცავს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ნავთობის მიწოდება მოთხოვნას დღეში 1.7 მილიონი ბარელით გადააჭარბებს
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო წლის ბოლო კვარტალში ნავთობის მიწოდების მოთხოვნაზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებას ელოდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Blackstone AWS-ის პროექტების 75%-ს $5 მილიარდად შეიძენს
Blackstone Amazon Web Services-თან დაკავშირებულ მონაცემთა ცენტრების ორ პროექტში 75%-იან წილს დაახლოებით 5 მილიარდ დოლარად შეიძენს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
UniCredit-მა Commerzbank-ის შესაძენად თანხმობა მიიღო
UniCredit-მა გერმანული Commerzbank-ის შესაძენად ევროკომისიისა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თანხმობა მიიღო.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Johnson & Johnson Ollin Biosciences-ს შეიძენს
Johnson & Johnson ტეხასურ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Ollin Biosciences-ს შეიძენს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს
განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს
Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება
კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ფედერალური რეზერვი ინფლაციის წინააღმდეგ ზომებს განიხილავს
კანზას სიტის FED-ის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაცია 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება და არასწორი მიმართულებით მოძრაობს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Diamondback Energy $5-მილიარდიან გარიგებას ამზადებს
Diamondback Energy ტეხასური Double Eagle-ის ნავთობის საბადოების დაახლოებით 5 მილიარდ დოლარად შეძენას გეგმავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ში ავიამიმოსვლის შეფერხებას ერთ მოწყობილობას უკავშირებენ
აშშ-ში ავიამიმოსვლის თითქმის ხუთსაათიანი შეფერხება შესაძლოა L3Harris-ის მიერ დამონტაჟებულ ერთ მოწყობილობას გამოეწვია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Uniper-ის შესაძენად რამდენიმე ინვესტორი იბრძვის
გერმანული ენერგოკომპანია Uniper-ის შეძენით რამდენიმე მსხვილი ინვესტორია დაინტერესებული.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
იტალიამ Meta 805 მილიონი ევროთი დააჯარიმა
იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტომ Meta 805 მილიონი ევროთი, დაახლოებით 887 მილიონი დოლარით დააჯარიმა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ
STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Blackstone Pfizer-ის ახალ წამალს $1.5 მილიარდით დააფინანსებს
Blackstone Pfizer-ს სიმსუქნის სამკურნალო ახალი პრეპარატის განვითარებისთვის 1.5 მილიარდ დოლარამდე გამოყოფს. თანხა კლინიკური კვლევების ბოლო ეტაპზე დაიხარჯება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Alphabet-მა აზიაში ობლიგაციების გაყიდვით $3.8 მილიარდი მიიღო
Google-ის მფლობელმა Alphabet-მა ჰონგ-კონგისა და სინგაპურის დოლარში გამოშვებული ობლიგაციებით დაახლოებით 3.8 მილიარდი დოლარი მიიღო. კომპანია ამ ვალუტებში ობლიგაციებს პირველად ყიდის.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
JD.com-მა MediaMarkt-ისა და Saturn-ის მფლობელი $2.5 მილიარდად შეიძინა
ჩინურმა JD.com-მა გერმანული Ceconomy 2.5 მილიარდ დოლარად შეიძინა. Ceconomy ელექტრონიკის მაღაზიების MediaMarkt-ისა და Saturn-ის მფლობელია და ევროპის 11 ქვეყანაში 1,000-ზე მეტ ობიექტს მართავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Mizuho-მ კიბერუსაფრთხოების სექტორის ხუთი ყველაზე პერსპექტიული აქცია დაასახელა
საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნას მონაცემთა მართვის, Zero Trust უსაფრთხოებისა და კიბერშეტევებისგან აღდგენის ტექნოლოგიებზე ხედავენ. რეიტინგის სათავეში Snowflake მოხვდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა
STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Western Union-მა $500-მილიონიანი გარიგება გააუქმა
ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-მა კონკურენტი International Money Express-ის, იგივე Intermex-ის, დაახლოებით 500 მილიონ დოლარად შეძენის შეთანხმება გააუქმა. მიზეზი კალიფორნიის მარეგულირებლის მიერ დაწესებული პირობებია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
RWE და KKR ბრიტანეთში $16 მილიარდს დახარჯავენ
გერმანული ენერგეტიკული კომპანია RWE და ამერიკული საინვესტიციო ჯგუფი KKR დიდ ბრიტანეთში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. ეს ქვეყანაში განახლებად ენერგეტიკაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Siemens Energy საკუთარი აქციების შესაძენად €9 მილიარდს დახარჯავს
Siemens Energy 2030 წლამდე 9 მილიარდ ევრომდე ღირებულების საკუთარ აქციებს გამოისყიდის, რაც აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გეგმაა მის ისტორიაში.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აქციონერებმა easyJet-ის £5.7-მილიარდიან გაყიდვას დაუჭირეს მხარი
ბრიტანული ავიაკომპანია easyJet-ის აქციონერებმა საინვესტიციო კომპანია Apollo-სთვის ბიზნესის 5.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგად გაყიდვას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებით, ევროპული ავიაციის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო საინვესტიციო გარიგება დასასრულს მიუახლოვდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Netflix-ის აქციები 1.6%-ით გაიზარდა - ინვესტორების ყურადღებას კომპანიის დაბალი შეფასება იპყრობს
სტრიმინგკომპანიის აქციების ზრდა ტექნოლოგიურ სექტორში საერთო აღმავლობას დაემთხვა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასიანი ქაღალდები დაახლოებით 44%-ით გაუფასურდა, რის გამოც Netflix-ის საბაზრო შეფასება ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ის საფონდო ბირჟები გაიზარდა - AI სექტორის მიმართ ინვესტორების ოპტიმიზმი აღდგა
ტექნოლოგიურმა აქციებმა უოლ-სტრიტის ზრდას შეუწყო ხელი. CoreWeave-ის გაუმჯობესებულმა ფინანსურმა პროგნოზმა, Anthropic-ის IPO-ზე ძლიერმა მოთხოვნამ და OpenAI-ის შემოსავლების მკვეთრმა ზრდამ ხელოვნური ინტელექტის სექტორის მიმართ ინვესტორების განწყობა გააუმჯობესა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპის საფონდო ბირჟები გაიზარდა - STOXX 600 რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა
ევროპული ბაზრების ზრდას ხელი შეუწყო კორპორაციული მოგების ძლიერმა სეზონმა და AI სექტორზე მოთხოვნის შენარჩუნების ნიშნებმა. ამასთან, ინვესტორები აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრი მატების შესაძლებლობას აფასებენ.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Alphabet აზიასა და სინგაპურში ვალუტებში ობლიგაციების პირველ გამოშვებას გეგმავს
Google-ის მშობელი კომპანია აზიელი ინვესტორების მოთხოვნის შემოწმებას გეგმავს იმ პერიოდში, როდესაც ტექნოლოგიური სექტორი AI-ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების დასაფინანსებლად ვალის ბაზარს სულ უფრო აქტიურად მიმართავს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Nexperia ჩინურ ბიზნესთან გაერთიანებას ისევ განიხილავს
ნიდერლანდური ჩიპების მწარმოებელი Nexperia ჩინურ ბიზნესთან კვლავ გაერთიანებას განიხილავს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე უკვე ერთ წელზე მეტია ცალ-ცალკე მუშაობს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Mars აშშ-ში წარმოების გაფართოებისთვის $1.4 მილიარდს დახარჯავს
Snickers-ისა და M&M's-ის მწარმოებელი Mars 2027 წელს აშშ-ში წარმოების გაფართოებისთვის დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარს დახარჯავს. თანხა არსებული ქარხნების განახლებასა და ახალი პროდუქტების წარმოებას მოხმარდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
CoreWeave-ის შემოსავალი თითქმის 170%-ით გაიზარდა - კომპანიამ წლიური პროგნოზი გააუმჯობესა
Nvidia-ს მხარდაჭერილმა AI-ღრუბლოვანმა კომპანიამ მესამე კვარტალში უოლ-სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა და 2026 წლის შემოსავლის პროგნოზი გაზარდა. ამასთან, CoreWeave-ის ვალი $46.9 მილიარდს აღწევს, ხოლო წლიური კაპიტალური დანახარჯების სამიზნე კიდევ უფრო გაიზარდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
SEC-მა ილონ მასკისა და Tesla-ს მიერ გადახდილი $40-მილიონიანი ჯარიმის განაწილება დაასრულა
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) 2018 წლის საქმეზე დაზარალებულ 3 350 ინვესტორს, ჯამში, $41.53 მილიონი გადაუნაწილა. თანხა მასკისა და Tesla-ს მიერ გადახდილი სამოქალაქო ჯარიმებისგან შეიქმნა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Anthropic ბირჟაზე გასვლით $64.4 მილიარდამდე მიღებას გეგმავს
Anthropic აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება. კომპანია 825 მილიონ აქციას გაყიდის, თითოეულის ფასი კი 70-დან 78 დოლარამდე იქნება. ყველაზე მაღალი ფასის შემთხვევაში Anthropic დაახლოებით 64.4 მილიარდ დოლარს მიიღებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა
იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Surgery Partners-ის შესაძენად შეთავაზება $6 მილიარდამდე გაიზარდა
HealthSpan Partners-მა Surgery Partners-ის შესაძენად შეთავაზებული ფასი გაზარდა. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 6 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
KKR-ის კვარტალურმა მოგებამ რეკორდულ დონეს მიაღწია
KKR-ის კვარტალური მოგება 29%-ით გაიზარდა და რეკორდულ 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზრდას ინვესტიციების გაყიდვამ და ფონდების მართვიდან მიღებული შემოსავლის მატებამ შეუწყო ხელი.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ში 1.2 მილიონზე მეტ Ford Explorer-ზე გამოძიება დაიწყო
აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების უწყებამ 1.2 მილიონზე მეტ Ford Explorer-ზე გამოძიება დაიწყო. მიზეზი გვერდითი უსაფრთხოების ბალიშების მოულოდნელად გახსნის შემთხვევებია, რის შედეგადაც რამდენიმე მგზავრმა მძიმე დამწვრობა მიიღო.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Evonik-მა BASF-ის €11-მილიარდიან შეთავაზებაზე კვლავ უარი განაცხადა
გერმანული ქიმიური კომპანია Evonik კონკურენტ BASF-თან გაერთიანებას კვლავ არ თანხმდება. კომპანიების ხელმძღვანელების შეხვედრა შაბათ-კვირას უშედეგოდ დასრულდა და ახალი მოლაპარაკებები ჯერ დაგეგმილი არ არის.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Morgan Stanley-მ Iberdrola-ს აქციების რეიტინგი გაზარდა - ბანკი 2030 წლამდე მოგების დაჩქარებულ ზრდას ელოდება
საინვესტიციო ბანკმა ესპანური ენერგოკომპანიის სამიზნე ფასი €22.50-დან €26-მდე გაზარდა. Morgan Stanley-ის შეფასებით, ქსელურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები და მოგების ზრდის ტემპის დაჩქარება კომპანიის ფინანსურ პროგნოზებს გააუმჯობესებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
BC Partners LIV Golf-ის აღდგენას ცდილობს
ბრიტანული საინვესტიციო კომპანია BC Partners გაკოტრებული LIV Golf-ის საფუძველზე ახალი საერთაშორისო ლიგის შექმნას ცდილობს. კომპანია საუდის არაბეთის სახელმწიფო ფონდისგან 50-მილიონიანი სესხის შეძენას გეგმავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
დემოკრატები ილონ მასკისა და მსხვილი კომპანიების საქმიანობის გამოძიებას გეგმავენ
აშშ-ის კონგრესზე კონტროლის მოპოვების შემდეგ დემოკრატები ილონ მასკისა და რამდენიმე მსხვილი კომპანიის საქმიანობის შესწავლას გეგმავენ. ახალი შემადგენლობის კონგრესი მუშაობას იანვარში დაიწყებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები ზრდას ცდილობს - ინვესტორების ყურადღება AI სექტორის პერსპექტივებზეა მიმართული
გასული კვირის მკვეთრი ვარდნის შემდეგ ინვესტორები აქციების შედარებით დაბალ ფასებს იყენებენ შესყიდვებისთვის, თუმცა ბაზარზე კვლავ რჩება გაურკვევლობა Nvidia-ს ხელმძღვანელობის, AI სექტორის მდგრადობისა და საპროცენტო განაკვეთების შესახებ.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Berkshire Hathaway-მა საკუთარი აქციების შესყიდვა გაზარდა
Berkshire Hathaway-მა მესამე კვარტალში საკუთარი აქციების შესაძენად 9.6 მილიარდი დოლარი დახარჯა, ოქტომბერში კი კიდევ დაახლოებით 2 მილიარდი.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Citi: იაპონიის საფონდო ბაზარი წლის ბოლოს აღდგენას შეძლებს
Citi-ის შეფასებით, იაპონური აქციების ნოემბრის მკვეთრმა ვარდნამ ეკონომიკური რეცესიის სცენარი უკვე გაითვალისწინა, თუმცა ბანკი ამგვარ განვითარებას საბაზისო პროგნოზად არ მიიჩნევს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს
გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპული საფონდო ბაზრები დაეცა - STOXX 600-მა კვირის განმავლობაში მიღებული ზრდა დაკარგა
ევროპული STOXX 600 პარასკევს 1.6%-ით დაეცა და მიმდინარე კვირის ზრდა სრულად დაკარგა. გლობალურ ბაზრებზე AI სექტორთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ ტექნოლოგიურ და სხვა სექტორებზე ზეწოლა გააძლიერა, ხოლო Teleperformance-ის აქციები შემოსავლების პროგნოზის შემცირების შემდეგ 18%-ით გაუფასურდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Wendy’s-მა $1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო
Wendy’s-მა ნელსონ პელცის Trian Fund Management-ისა და მისი პარტნიორების 1.4-მილიარდიანი შეთავაზება უარყო. ჯგუფს სწრაფი კვების ქსელის სრულად შეძენა სურდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Commerzbank-ი UniCredit-თან გაერთიანებას აღარ გამორიცხავს
Commerzbank-ი UniCredit-თან გაერთიანებას უკვე აღარ გამორიცხავს. გერმანული ბანკი აქამდე გარიგებას ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი მიიჩნევს, რომ შეთანხმება მისი აქციონერებისთვის შეიძლება მომგებიანი იყოს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
S&P 500-ის 7%-იანი ვარდნა აშშ-ის ბაზარზე ვაჭრობის შეჩერების რისკს გააჩენს
S&P 500-ის 3.8%-იანი ვარდნის ფონზე ინვესტორები აშშ-ის ბაზარზე ავტომატური სავაჭრო შეჩერების დონეებს აკვირდებიან. ინდექსის 7%-იანი და 13%-იანი ვარდნა გარკვეულ პირობებში 15-წუთიან პაუზას გამოიწვევს, ხოლო 20%-იანი შემცირება ვაჭრობას დღის ბოლომდე შეაჩერებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ის საფონდო ბაზარი მკვეთრად დაეცა - Nasdaq კორექციის ზონაში შევიდა
აშშ-ის საფონდო ინდექსები მკვეთრად დაეცა, Nasdaq კი ბოლო რეკორდულ ნიშნულთან შედარებით 10%-ზე მეტი ვარდნის შემდეგ კორექციის ზონაში შევიდა. ტექნოლოგიურ აქციებზე, განსაკუთრებით ჩიპების მწარმოებლებზე, ზეწოლა გააძლიერა ინვესტორების შიშმა, რომ დემოკრატების გამარჯვება ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების უფრო მკაცრ რეგულირებას გამოიწვევს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Apple $7 მილიარდამდე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს
Apple აშშ-ის დოლარში დენომინირებული შვიდი ტრანშის ობლიგაციების გამოშვებით 7 მილიარდ დოლარამდე მოზიდვას გეგმავს. Microsoft-ის, Meta-სა და Oracle-ისგან განსხვავებით, Apple-ს ვალის აღება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტიციების დასაფინანსებლად არ სჭირდება — კომპანიას მნიშვნელოვანი ფულადი რეზერვები და ძლიერი საოპერაციო ნაკადები აქვს, რის გამოც ახალი ემისია უფრო მეტად ფინანსური მოქნილობის გაზრდას ემსახურება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს
იაპონიის სახელმწიფო ფონდი Japan Investment Corp მის საკუთრებაში არსებული JSR-ის გაყიდვას განიხილავს. კომპანიის შეძენით Mitsui Chemicals არის დაინტერესებული. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 8.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ამერიკული ჯგუფი ლუკოილის $22-მილიარდიანი აქტივების შეძენას გეგმავს
ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი ლუკოილის უცხოური აქტივების შეძენაზე მუშაობს. საუბარია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მდებარე ნავთობის საბადოებზე, გადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც თავდაპირველად დაახლოებით 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Qualcomm Starlink Mobile-ის ქსელისთვის მოწყობილობებს შექმნის
Qualcomm-მა SpaceX-თან მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმა. კომპანია Starlink Mobile-ის დაგეგმილი მობილური ქსელისთვის ანძების მოწყობილობებსა და საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას შექმნის.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Pandora-ს აქციები 7%-ზე მეტით გაიზარდა - გაყიდვების ზრდამ პროგნოზებს გადააჭარბა
Pandora-ს მესამე კვარტლის გაყიდვებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა, რის შემდეგაც კომპანიის აქციები 7%-ზე მეტით გაიზარდა. თუმცა, საოპერაციო მოგების მნიშვნელოვან ნაწილს აშშ-ის ტარიფების დაბრუნებიდან მიღებული ერთჯერადი შემოსავალი განაპირობებდა, ხოლო ოქტომბერში გაყიდვების ზრდა 1%-მდე შენელდა. კომპანიამ 2026 წლის ორგანული ზრდის პროგნოზი გაზარდა და 2027 წლისთვის უფრო მაღალი საოპერაციო მარჟის მიზნები დააწესა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Citi-მ Ferrovial-ის აქციების რეიტინგი „ყიდვამდე“ გაზარდა - ბანკი I-24-ის პროექტის მაღალ მომგებიანობას პროგნოზირებს
Citi-მ Ferrovial-ის აქციების რეკომენდაცია „ყიდვამდე“ გაზარდა და მომდევნო 12 თვეში 16.8%-იან მთლიან შემოსავლიანობას პროგნოზირებს. ბანკის აზრით, I-24-ის კონცესიის გადახდის მოქნილი სტრუქტურა პროექტის ფინანსურ რისკებს ამცირებს, ხოლო მისი მოსალოდნელი მომგებიანობა კომპანიის აქციების ბოლოდროინდელ ვარდნას არ შეესაბამება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Polymarket-მა აშშ-ში საქმიანობის დასაწყებად პირველი ნებართვა მიიღო
Polymarket-ის შვილობილმა კომპანიამ აშშ-ში საბროკერო საქმიანობისთვის პირველი ნებართვა მიიღო, თუმცა მუშაობის დასაწყებად მას კიდევ ერთი მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Lonza Merck-ის ხუთ ამერიკულ საწარმოს შეიძენს
შვეიცარიული Lonza გერმანული Merck-ის ხუთ საწარმოს შეიძენს და აშშ-ში ქარხნების რაოდენობას ცხრამდე გაზრდის. საწარმოები მისურიში, ვისკონსინში, ინდიანასა და კალიფორნიაში მდებარეობს. ისინი მედიკამენტების წარმოებაზე, გენურ თერაპიებსა და კიბოს მკურნალობისთვის საჭირო კომპონენტებზე მუშაობენ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
XRG Shell-ის ავსტრალიურ პროექტში წილს $1.45 მილიარდად შეიძენს
აბუ-დაბის XRG ავსტრალიის North West Shelf-ის პროექტში Shell-ის 16.67%-იან წილს 1.45 მილიარდ დოლარად შეიძენს. ეს კომპანიის პირველი ინვესტიცია იქნება ავსტრალიაში.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ავსტრალიამ საპროცენტო განაკვეთი 18-წლიან მაქსიმუმამდე გაზარდა
ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 4.85%-მდე გაზარდა. ეს ბოლო 18 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და წელს უკვე მეხუთე ზრდაა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
BMW-მ 2026 წლის ფინანსური პროგნოზი შეცვალა - ავტომობილების სეგმენტში მოგების მარჟის მოლოდინები შეამცირა
BMW-მ 2026 წლის პროგნოზი შეამცირა და ავტომობილების სეგმენტში EBIT-ის მარჟისა და კაპიტალზე უკუგების უფრო დაბალი მაჩვენებლები ივარაუდა. მიუხედავად ამისა, კომპანია თავისუფალი ფულადი ნაკადების 2.5 მილიარდ ევროზე მაღალ დონეზე შენარჩუნებას ელოდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Shopify-ის აქციები თითქმის 10%-ით დაეცა - GMV-მ და გამოწერებიდან მიღებულმა შემოსავალმა მოლოდინები ვერ გაამართლა
Shopify-ის აქციები თითქმის 10%-ით დაეცა, რადგან მესამე კვარტალში GMV-მ და გამოწერებიდან მიღებულმა შემოსავალმა ანალიტიკოსების პროგნოზებს ვერ მიაღწია. მიუხედავად შემოსავლის 32%-იანი ზრდისა და მოსალოდნელზე მაღალი საოპერაციო მოგებისა, ინვესტორების ყურადღება სუსტი სავაჭრო მაჩვენებლებისა და კომპანიის სამომავლო პროგნოზის შეფასებაზე გადავიდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Ferrari-მ 2026 წლის ფინანსური პროგნოზი გაზარდა - მესამე კვარტლის მოგებამ მოლოდინებს გადააჭარბა
Ferrari-მ მესამე კვარტალში მოგების პროგნოზებს გადააჭარბა და 2026 წლის ფინანსური მოლოდინები გაზარდა. კომპანიის შეკვეთების პორტფელი 2028 წლამდეა შევსებული, რაც ძვირადღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნის მდგრადობაზე მიუთითებს. ანგარიშის შემდეგ აქციები 1%-ზე მეტით გაიზარდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Blackstone და კანადური ფონდები LNG Canada-ში $3.1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავენ
Blackstone და კანადის ოთხი მსხვილი საპენსიო ფონდი LNG Canada-ს პროექტში 3.1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. ისინი Mitsubishi-ს ჰოლდინგურ კომპანიაში 49.9%-იან წილს შეიძენენ. ამ კომპანიას LNG Canada-ში 15% ეკუთვნის.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Marvell Lumentum-ს $115 მილიარდად შეიძენს
Marvell Technology ოპტიკური მოწყობილობების მწარმოებელ Lumentum-ს 115 მილიარდ დოლარად შეიძენს. გარიგების ღირებულებაში Lumentum-ის ვალიც შედის და ეს 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Oracle-ის აქციები 10%-ით დაეცა - კომპანიამ $20 მილიარდის მოზიდვის მიზნით აქციებისა და ობლიგაციების გამოშვება დააანონსა
Oracle-ის აქციები 10%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ $10 მილიარდის აქციებისა და $10 მილიარდის ობლიგაციების გამოშვება დააანონსა. მოზიდული კაპიტალის გამოყენების კონკრეტული გეგმა ჯერ უცნობია, თუმცა Stephens-მა კომპანიის აქციების შეფასება გააუმჯობესა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე აფრთხილებს - ზრდის პოტენციალი შეზღუდულია
Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე მიუთითებს და კომპანიის 2027 წლის მოგების პროგნოზს საბაზრო მოლოდინებზე დაბლა აყენებს. ანალიტიკოსების შეფასებით, iPhone-ის გაყიდვების შენელებამ, კომპონენტების გაძვირებამ და მომხმარებლების მხრიდან მოწყობილობების განახლების დაბალმა ტემპმა შესაძლოა აქციების შემდგომი ზრდა შეზღუდოს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
DoorDash Instacart-ს $17 მილიარდად შეიძენს
DoorDash-ი სასურსათო პროდუქტების მიტანის პლატფორმა Instacart-ს 17 მილიარდ დოლარად შეიძენს. გარიგება კომპანიას სასურსათო პროდუქტების მიტანის ბაზარზე მნიშვნელოვნად გააძლიერებს, თუმცა მის დასრულებამდე აშშ-ის მარეგულირებლების თანხმობა იქნება საჭირო.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Mastercard-ის კვარტალურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა
Mastercard-მა მესამე კვარტალში მოლოდინებზე უკეთესი შედეგები აჩვენა: შემოსავალი წლიურად 14%-ით, კორექტირებული წმინდა მოგება კი 17%-ით გაიზარდა. გადახდებისა და დამატებითი სერვისების მიმართულებებში ზრდის ფონზე კომპანიის აქციები ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ 2.7%-ით გაძვირდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Alphabet-ის აქციები 10%-ზე მეტით დაეცა - AI-ზე მზარდი ხარჯები ინვესტორების შეშფოთებას ზრდის
Alphabet-ის აქციები 10%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიის კვარტალურმა მოგებამ მოლოდინები ვერ გაამართლა. მიუხედავად Google Cloud-ის სწრაფი ზრდისა და AI სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნისა, სარეკლამო შემოსავლების შენელება და კაპიტალური დანახარჯების მკვეთრი ზრდა ინვესტორებში ეჭვებს აძლიერებს AI ინვესტიციების უკუგების შესახებ.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
tk accelis-მა გერმანიის ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო
Thyssenkrupp-ის შვილობილი კომპანია tk accelis გერმანიის საფონდო ბირჟაზე გავიდა. ეს 2026 წელს გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბირჟაზე გასვლაა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ Alliant Energy-ს $5.1 მილიარდს ასესხებს
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ Alliant Energy-სთვის 5.1 მილიარდი დოლარის სესხი საბოლოოდ დაამტკიცა. თანხა აიოვასა და ვისკონსინში ელექტროენერგიის წარმოების გაზრდასა და ქსელის განახლებას მოხმარდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს
S&P Global განიხილავს, Capital IQ და მასთან დაკავშირებული მონაცემთა სერვისები ცალკე კომპანიად გამოყოს. ეს მიმართულებები ამჟამად კომპანიის Market Intelligence ბიზნესში შედის.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის
ამერიკული Applied Materials ნიდერლანდურ BE Semiconductor Industries-ში (Besi) საკუთარ წილს დაახლოებით 20%-მდე გაზრდის. ორივე კომპანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობს და წლებია თანამშრომლობს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Ares Capital Apollo-ს MidCap-ს $2.6 მილიარდად შეიძენს
Ares Capital MidCap Financial Investment-ს დაახლოებით 2.6 მილიარდ დოლარად შეიძენს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Mercedes-Benz-მა წლიური მოგების პროგნოზი შეამცირა - ჩინეთის ბაზარი და მზარდი ხარჯები ზეწოლას აძლიერებს
Mercedes-Benz-მა ჩინეთის ბაზარზე გაძლიერებული სირთულეებისა და მეოთხე კვარტალში მოსალოდნელი ხარჯების ზრდის გამო წლიური მოგების პროგნოზი შეამცირა, რის შემდეგაც აქციები 5%-ით დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტლის რამდენიმე მაჩვენებელმა მოლოდინებს გადააჭარბა, სამრეწველო თავისუფალი ფულადი ნაკადი პროგნოზზე მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
PayPal-მა წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა - კვარტალური შემოსავალი მოლოდინებს ჩამორჩა
PayPal-მა მესამე კვარტალში ერთ აქციაზე $1.45-ის კორექტირებული მოგება მიიღო და 2026 წლის მოგების პროგნოზი $5.60-მდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი ანალიტიკოსების მოლოდინებს ჩამორჩა და თავისუფალი ფულადი ნაკადი შემცირდა, გადახდების მოცულობის ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მარჟამ კომპანიის შედეგებს მხარი დაუჭირა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Coca-Cola-მ მოლოდინებზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა და წლიური პროგნოზი გაზარდა
Coca-Cola-მ მესამე კვარტალში $13.4 მილიარდის შემოსავალი და ერთ აქციაზე $0.91 კორექტირებული მოგება მიიღო, რითაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიამ 2026 წლის შემოსავლის, მოგებისა და თავისუფალი ფულადი ნაკადის პროგნოზები გაზარდა, რასაც გლობალური მოთხოვნის ზრდა და გაუმჯობესებული საოპერაციო მარჟა დაეხმარა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - ინვესტორები Fed-ის გადაწყვეტილებას ელოდებიან
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები ზომიერად გაიზარდა, რადგან ინვესტორები Alphabet-ის, Microsoft-ისა და Amazon-ის ანგარიშებსა და Fed-ის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ბაზრისთვის ასევე მნიშვნელოვანია Anthropic-ის IPO-ს გარშემო განვითარებული მოვლენები და ხუთშაბათს დაგეგმილი აშშ-ის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მონაცემები.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Apollo Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს
ამერიკული საინვესტიციო კომპანია Apollo Global Management აბუ-დაბის Mubadala Capital-ის თითქმის 10%-იან წილს შეიძენს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Microsoft დაახლოებით 60 ათას თანამშრომელს ნებაყოფლობით წასვლას სთავაზობს
Microsoft-მა ნებაყოფლობითი წასვლის პროგრამა დაახლოებით 60 ათას თანამშრომელს შესთავაზა. ეს კომპანიის სამუშაო ძალის მეოთხედზე მეტია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
EQT Range Resources-ს $13 მილიარდად შეიძენს
ამერიკული ენერგეტიკული კომპანია EQT კონკურენტ Range Resources-ს 13 მილიარდ დოლარად შეიძენს. გარიგების დასრულების შემდეგ EQT აშშ-ში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
კორპორაციული ანგარიშების სეზონი გრძელდება - ინვესტორების ყურადღება ტექნოლოგიურ გიგანტებზეა
აშშ-ში კორპორაციული ანგარიშების სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვირა იწყება. ინვესტორების ყურადღება Microsoft-ის, Alphabet-ისა და Amazon-ის შედეგებზეა მიმართული, რადგან მათი AI-ინფრასტრუქტურისთვის გაწეული ხარჯები სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს ინვესტიციების უკუგებისა და მზარდი ვალის შესახებ.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Barclays დაახლოებით 5 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებს
Barclays 2026 წლის ბოლომდე დაახლოებით 5 ათასი სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს, რაც თანამშრომლების საერთო რაოდენობის დაახლოებით 5%-ია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Shein აშშ-ის გამოძიების დასასრულებლად $100 მილიონს გადაიხდის
Shein-მა აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან შეთანხმებას მიაღწია და ის გამოძიების დასასრულებლად 100 მილიონ დოლარს გადაიხდის. საქმე შეკვეთების დაგვიანებასა და მომხმარებლების სხვა საჩივრებს ეხებოდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
მსხვილი კომპანიები მათი აქციების ციფრული ვერსიებით ვაჭრობას ეწინააღმდეგებიან
Wells Fargo, Arm Holdings და Intuit იმ კომპანიებს შეუერთდნენ, რომლებიც მათი აქციების ბლოკჩეინზე გადატანას ეწინააღმდეგებიან. ასეთი პოზიცია უკვე 22 კომპანიას აქვს, მათ შორის Microsoft-სა და Alphabet-ს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
XRG Eni-ს ლიბიურ ბიზნესში წილის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
ADNOC-ის საინვესტიციო კომპანია XRG იტალიურ Eni-სთან ლიბიის ნავთობისა და გაზის ბიზნესში წილის შეძენას განიხილავს. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა და შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
EQT Qiagen-ს $10.8 მილიარდად შეიძენს
შვედური საინვესტიციო კომპანია EQT მოლეკულური დიაგნოსტიკის კომპანია Qiagen-ს დაახლოებით 9.6 მილიარდ ევროდ, ანუ 10.8 მილიარდ დოლარად შეიძენს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
LSEG Octus-ს $3.54 მილიარდად შეიძენს
London Stock Exchange Group საკრედიტო ბაზრის მონაცემების კომპანია Octus-ს 3.54 მილიარდ დოლარად შეიძენს. ეს LSEG-ის ყველაზე დიდი გარიგებაა 2019 წლის შემდეგ, როდესაც ჯგუფმა Refinitiv-ის შესაძენად 27 მილიარდი დოლარი გადაიხადა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Spotify-ის აქციები 9%-ზე მეტით გაიზარდა - კომპანია AI-ფუნქციების დახმარებით მომხმარებლების ზრდას ელის
Spotify მეოთხე კვარტალში მოსალოდნელზე მაღალ საოპერაციო მოგებას პროგნოზირებს. მუსიკის სტრიმინგის პლატფორმა მომხმარებლების მოსაზიდად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებს ავითარებს, თუმცა ბოლო კვარტლის შემოსავალმა და ერთ აქციაზე მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინები ვერ გაამართლა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Meta არამხოლოდ AI-ში ინვესტირებას, არამედ აქციების ახალ კლასსაც გეგმავს - რა დგას ზუკერბერგის გადაწყვეტილების უკან?
Meta ახალი, ხმის უფლების არმქონე Class C აქციების შექმნას გეგმავს, რაც მარკ ზუკერბერგს კომპანიის კონტროლის შენარჩუნებაში დაეხმარება. შეთანხმება შესაძლოა კომპანიის AI-პროექტების დაფინანსების ახალ ინსტრუმენტადაც იქცეს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Abbott კვების ბიზნესს ცალკე კომპანიად გამოყოფს
Abbott Laboratories კვების პროდუქტების ბიზნესს ცალკე კომპანიად ჩამოაყალიბებს. მასში შევა Similac-ის ჩვილის საკვები, Ensure-ის სასმელები და სხვა ბრენდები. ამ მიმართულებამ გასულ წელს 8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ცვლილების დასრულება 2027 წელს იგეგმება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Google Cloud-ის გათიშვამ მილიონობით საბანკო მომხმარებელს პრობლემა შეუქმნა
ევროპელი ფინანსური მარეგულირებლები Google-ისგან განმარტებას ითხოვენ მას შემდეგ, რაც Google Cloud-ის რამდენიმე საათიანმა გათიშვამ მილიონობით ადამიანს საბანკო სერვისებით სარგებლობა შეუზღუდა. შეფერხება Revolut-ის, Lloyds-ისა და HSBC-ის მომხმარებლებს შეეხო.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
SpaceX და Tesla გაერთიანებას განიხილავენ
ილონ მასკმა SpaceX-ისა და Tesla-ს შესაძლო გაერთიანება დადებითად შეაფასა. ორივე კომპანიამ გარიგების შესაძლო პირობების შესასწავლად სპეციალური კომიტეტები შექმნა, თუმცა თავად მასკი მათ მუშაობაში არ მონაწილეობს. საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apple ამერიკული ტიტანის შესაძენად $100 მილიონამდე დახარჯავს
Apple მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამერიკული წარმოების ტიტანის შესაძენად 100 მილიონ დოლარამდე დახარჯავს
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Prudential-ი ბრაზილიისა და მექსიკის ბიზნესებს $4.03 მილიარდად ყიდის
ამერიკული სადაზღვევო კომპანია Prudential Financial ბრაზილიასა და მექსიკაში არსებულ ბიზნესებს ფრანგულ CNP Assurances-ს 4.03 მილიარდ დოლარად მიჰყიდის.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
გერმანიაში კომპანიები €225 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავენ
ბერლინში გამართულ საინვესტიციო სამიტზე კომპანიებმა გერმანიაში 225 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები წარადგინეს. გეგმები ენერგეტიკას, მრეწველობასა და ციფრულ ინფრასტრუქტურას მოიცავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Salesforce-ი Braze-ს $5.66 მილიარდად შეიძენს
Salesforce-ი მარკეტინგული ტექნოლოგიების კომპანია Braze-ს დაახლოებით 5.66 მილიარდ დოლარად შეიძენს. შედეგად, კომპანია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროდუქტებს გააფართოებს და ბიზნესკლიენტებს მომხმარებლებთან მუშაობისთვის მეტ შესაძლებლობას შესთავაზებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
MSCI ინდონეზიის გლობალური ინდექსებიდან გამორიცხვას განიხილავს
MSCI ინდონეზიის საფონდო ბაზარზე არსებულ პრობლემებზე მიუთითებს და ქვეყნის გლობალური ინდექსებიდან გამორიცხვას განიხილავს. ორგანიზაციის ყურადღების ცენტრშია კომპანიების მფლობელების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია, შესაძლო შეთანხმებული ვაჭრობა და არსებული წესების არასათანადო დაცვა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
JPMorgan-მა აშშ-ის სტრატეგიულ კომპანიებში $5 მილიარდი დააბანდა
JPMorgan Chase-მა 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კომპანიებში, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან სფეროებში მუშაობენ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Merck-ი Silence Therapeutics-ს $1.3 მილიარდად ყიდულობს
გერმანული ფარმაცევტული კომპანია Merck KGaA ბრიტანულ Silence Therapeutics-ს დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარად შეიძენს. გარიგება Silence Therapeutics-ს დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარად აფასებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფრანგეთში არეულობამ ფინანსურ ბაზრებზეც იმოქმედა
ფასების ზრდისა და საჯარო სერვისების გაუარესების გამო დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე საფრანგეთის ფინანსურ მდგომარეობაზეც მეტი კითხვები გაჩნდა. არეულობის დროს ათასობით ადამიანი დააკავეს, რამდენიმე მაღაზია კი გაძარცვეს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
დოლარი სტაბილურობას ინარჩუნებს, ევრო კი საფრანგეთში პოლიტიკური არეულობის ფონზე სუსტდება
აშშ-ის დოლარი წინა კვირის კლების შემდეგ სტაბილური დარჩა, ხოლო ევრო საფრანგეთში საპროტესტო აქციებისა და პოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე 0.3%-ით გაუფასურდა. ამასთან, ნავთობის ფასების კლება ინფლაციურ შიშებს ამსუბუქებს, ბაზარი კი Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უცვლელად დატოვებას ელოდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპის საფონდო ბაზრები დაეცა — საფრანგეთში კორპორაციული ანგარიშები ინვესტორების ყურადღების ცენტრშია
ევროპის საფონდო ბაზრები ორშაბათს დაეცა, განსაკუთრებით საფრანგეთის CAC 40, რადგან ქვეყანაში საპროტესტო აქციებმა პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შესახებ შეშფოთება გააძლიერა. ინვესტორები ასევე ელოდებიან მსხვილი კომპანიების, მათ შორის Kering-ის, SAP-ისა და Meta-ს, ფინანსურ ანგარიშებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ფუფუნების საქონლისა და ტექნოლოგიური სექტორების მიმართ განწყობაზე. ნავთობის ფასების შემცირება კი ბაზრებზე ზეწოლას ნაწილობრივ ამსუბუქებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპის საფონდო ბაზრები აღდგა - დოლარი კვირის კლებისთვის ემზადება
ევროპის საფონდო ბაზრები ტექნოლოგიური აქციების გაყიდვების შემდეგ ნაწილობრივ აღდგა, ხოლო დოლარი სამი კვირის ზრდის შემდეგ კვირის კლებისთვის ემზადებოდა. ინვესტორები კვლავ ფრთხილობენ AI ინფრასტრუქტურის დაფინანსებისა და კომპანიების მომავალი მოგების მდგრადობის გამო. ამავე დროს, სახელმწიფო ობლიგაციებზე მოთხოვნის ზრდა და მათი შემოსავლიანობის ყოველკვირეული კლება უსაფრთხო აქტივების მიმართ ინტერესის აღდგენაზე მიუთითებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Goldman Sachs-მა GVS-ის აქციების რეკომენდაცია შეამცირა - ბოლო ზრდამ შემდგომი პოტენციალი შეზღუდა
Goldman Sachs-მა GVS-ის აქციების რეკომენდაცია „ყიდვიდან“ „ნეიტრალურამდე“ შეამცირა, რადგან ბოლო ერთი თვის განმავლობაში 14.9%-იანი ზრდის შემდეგ შემდგომი გაძვირების პოტენციალი 13%-მდე შემცირდა. ბანკი კომპანიის ფინანსურ მიზნებს დადებითად აფასებს, თუმცა აქციების მიმდინარე ფასი უკვე ასახავს მოსალოდნელი ზრდის მნიშვნელოვან ნაწილს. ინვესტორებისთვის დამატებითი ზრდის შესაძლებლობები შეიძლება ახალ ბაზრებსა და წყალბადის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში გაჩნდეს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - Tesla-ს აქციები Roadster-ის პრეზენტაციის შემდეგ გაძვირდა
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები პარასკევს გაიზარდა, თუმცა S&P 500 და Nasdaq კვირის ჭრილში კვლავ კლებას აჩვენებდნენ. Tesla-ს აქციები Roadster-ის დემონსტრაციის შემდეგ გაძვირდა, ხოლო Strategy და CoreWeave ზეწოლის ქვეშ დარჩნენ ინდექსებიდან შესაძლო გამორიცხვისა და AI ინფრასტრუქტურის დაფინანსების რისკების გამო. ამავე დროს, Cohen & Steers-ისა და Alcoa-ს აქციებს ფინანსურმა შედეგებმა, Site Centers-ის შემთხვევაში კი სპეციალური დივიდენდის გამოცხადებამ შეუწყო ხელი.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
გერმანია სიგარეტზე, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლზე გადასახადებს ზრდის
გერმანია 2027 წლიდან თამბაქოს, შაქრიან სასმელებსა და ალკოჰოლის გარკვეულ სახეობებზე გადასახადებს ზრდის. მოსალოდნელია, რომ ცვლილებები მილიარდობით ევროს დამატებით შემოსავალს მოიტანს და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს. თუმცა, თამბაქოს გადასახადის ზრდას ოპოზიცია აკრიტიკებს და მომხმარებლებისთვის დამატებით ტვირთად მიიჩნევს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
SK Hynix აშშ-ს ახალი ქარხნის აშენებას სთავაზობს
სამხრეთკორეული SK Hynix აშშ-ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომპანიას სურს, ჩინეთში მდებარე საწარმოსთვის ამერიკული ჩიპების წარმოების დანადგარების შეძენის უფლება მიიღოს. სანაცვლოდ, მისი შვილობილი Solidigm აშშ-ში NAND მეხსიერების ახალ ქარხანას ააშენებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Richemont-ი De Beers-ის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს
Cartier-ისა და Van Cleef & Arpels-ის მფლობელი Richemont შესაძლოა იმ საინვესტიციო ჯგუფს შეუერთდეს, რომელსაც ალმასების მწარმოებელი De Beers-ის შეძენა სურს. კომპანიის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად განიხილება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Ramp-მა ინვესტორებისგან $1.85 მილიარდი მიიღო, კომპანიის ღირებულებამ $60 მილიარდს მიაღწია
ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Ramp-მა ინვესტორებისგან 1.85 მილიარდი დოლარის დაფინანსება მიიღო. ამის შემდეგ კომპანიის ღირებულებამ 60 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის ორი ახალი მოწყობილობა წარადგინა - ფასები $75-დან იწყება
Amazon-მა Bee-ს ბრენდის ქვეშ ორი AI მოწყობილობა წარადგინა: $75-იანი Frontier სამაჯური და $100-იანი Eclipse, რომელიც სმარტფონს უერთდება. ისინი ყოველდღიური საუბრებისა და მონაცემების საფუძველზე შეხსენებებსა და სამოქმედო საკითხებს ქმნის. პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პირადი ინფორმაციის დაცვა და მომხმარებლების ნდობის მოპოვება იქნება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Google-მა კვანტურ გამოთვლებში შეცდომების დაახლოებით 40-ჯერ შემცირების მეთოდი აჩვენა
Google-მა Willow კვანტურ პროცესორზე ახალი მეთოდი გამოცადა, რომელმაც კვანტურ გამოთვლებში შეცდომები დაახლოებით 40-ჯერ შეამცირა. *Magic State Cultivation* მიზნად ისახავს საიმედო კვანტური მდგომარეობების ნაკლები რესურსით მიღებას, რაც შესაძლოა მომავალში უფრო მასშტაბური და შეცდომებისადმი მდგრადი კვანტური კომპიუტერების შექმნას დაეხმაროს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Microsoft-მა 2.8-ტრილიონპარამეტრიანი AI მოდელის წინასწარი სწავლება დაასრულა
Microsoft-მა MAI-Base-2-ის წინასწარი სწავლება დაასრულა. 2.8 ტრილიონი პარამეტრის მქონე მოდელი კომპანიის ტესტებში შემოწმებულ ღია წონების მქონე მოდელებს აჯობა, ხოლო კონკურენტთან შესადარებელი შედეგების მისაღწევად 12-ჯერ ნაკლები გამოთვლითი რესურსი დასჭირდა. ახალი მოდელი Microsoft-ის მიზანს — საკუთარი AI ტექნოლოგიების განვითარებასა და გარე მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირებას — ემსახურება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Ithaca Holdings Bumble-ს $1.3 მილიარდად შეიძენს
გაცნობის აპლიკაცია Bumble ბირჟას დატოვებს. კომპანიას Ithaca Holdings 1.3 მილიარდ დოლარად შეიძენს, ხოლო აქციონერები თითო აქციაში 6.05 დოლარს მიიღებენ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Johnson & Johnson-მა მესამე კვარტალში მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა აქციები 4%-ით დაეცა
Johnson & Johnson-ის მესამე კვარტლის კორექტირებულმა მოგებამ ერთ აქციაზე 2.59 დოლარი, ხოლო შემოსავალმა 25.4 მილიარდი დოლარი შეადგინა - ორივე მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიამ 2026 წლის პროგნოზიც გაზარდა, თუმცა აქციები სავაჭრო სესიის გახსნისას დაახლოებით 4%-ით დაეცა, რადგან ინვესტორები უფრო ძლიერ ზრდას ელოდნენ.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
EnergyX Trafigura-ს 10 წლის განმავლობაში $2 მილიარდის ლითიუმს მიაწვდის
EnergyX-მა Trafigura-სთან ათწლიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც შვეიცარიულ კომპანიას 100,000 ტონა ლითიუმს მიაწვდის. მიმდინარე ფასებით გარიგების ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Getty Images ვალების შესამცირებლად ბირჟას ტოვებს
Getty Images ვალების შესამცირებლად აშშ-ში სპეციალურ გაკოტრების პროცედურას იწყებს. ეს კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს, სანამ კრედიტორებთან ვალის გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმდება. პროცესის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
JPMorgan-მა Biogen-ის აქციების რეიტინგი გაზარდა - ყურადღება 2027 წლის კლინიკურ შედეგებზეა
JPMorgan-მა Biogen-ის აქციების რეიტინგი Neutral-დან Overweight-მდე გაზარდა და 2027 წლის დეკემბრისთვის 300-დოლარიანი სამიზნე ფასი დაადგინა. ბანკი კომპანიის ზრდის პერსპექტივას სამ მნიშვნელოვან კლინიკურ მიმართულებას უკავშირებს: felzartamab-ს, Leqembi-სა და litifilimab-ს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Goldman Sachs-მა აქციებზე რეკომენდაცია გააუმჯობესა, ობლიგაციებზე კი გრძელვადიან ზრდას ელოდება
Goldman Sachs-მა აქციებზე სამთვიანი საინვესტიციო პოზიცია გააუმჯობესა, ხოლო ობლიგაციებზე 12-თვიანი პერსპექტივით დადებითი რეკომენდაცია შეინარჩუნა. ბანკის შეფასებით, აქციების ფასების კორექცია საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა საპროცენტო განაკვეთების მერყეობა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობა ბაზრებზე ზეწოლას კვლავ განაპირობებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Volkswagen-ის გლობალური მიწოდება 14.3%-ით შემცირდა, Traton-ის გაყიდვები კი 10%-ით გაიზარდა
Volkswagen-ის გლობალური მიწოდება მესამე კვარტალში 14.3%-ით შემცირდა, ძირითადად ჩინეთში მოთხოვნის ვარდნის გამო. ამავე პერიოდში Traton-ის გაყიდვები 10%-ით გაიზარდა, რასაც განსაკუთრებით აშშ-ში სატვირთო ავტომობილებზე მოთხოვნის აღდგენამ შეუწყო ხელი.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Starlink ინდოეთში იაფი სატელიტური ინტერნეტის შეთავაზებას გეგმავს
ილონ მასკის თქმით, Starlink ინდოეთში სატელიტურ ინტერნეტს შედარებით დაბალ ფასად შესთავაზებს. კომპანიას Reliance Jio-სთან მოუწევს კონკურენცია, თუმცა ტარიფები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Nvidia Reflection AI-ზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
Nvidia ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Reflection AI-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩიპების მწარმოებელმა შესაძლოა კომპანიაში თავისი წილი გაზარდოს ან Reflection AI მთლიანად შეიძინოს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Stellantis ევროპისთვის €15,000-იან ელექტრომობილებს ამზადებს
Stellantis ევროპაში გაყიდვების გასაზრდელად მცირე ზომის და შედარებით იაფ ელექტრომობილებზე აკეთებს აქცენტს. პარიზის ავტოშოუზე კომპანია ცხრა ახალი კონცეფციიდან ექვსს წარადგენს, მათ შორის ელექტრო Citroën 2CV-ს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა
ევროპის საფონდო ბაზრებმა პარასკევს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ერთდღიანი ზრდა აჩვენა. სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებამ საბანკო სექტორი გააძლიერა, თუმცა SpaceX-ის გარიგების შესახებ ცნობებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიების აქციებზე ზეწოლა გაზარდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Waymo-მ გაფართოებისთვის $5 მილიარდის დაფინანსება მიიღო
Alphabet-ის ავტონომიური ავტომობილების კომპანია Waymo-მ $5-მილიარდიანი სესხის შეთანხმება გააფორმა. ეს კომპანიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მან გაფართოებისთვის სესხით დაფინანსება გამოიყენა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Starbucks-მა Chipotle-ის შეძენა განიხილა
Starbucks ბოლო თვეებში Chipotle Mexican Grill-ის შეძენაზე მრჩევლებთან მუშაობდა, თუმცა, უცნობია, წარუდგინა თუ არა Starbucks-მა Chipotle-ს ოფიციალური წინადადება. კომპანიებს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ და რუსეთი Nord Stream-ით გაზის მიწოდების აღდგენას განიხილავენ
აშშ-ისა და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები განიხილავდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ Nord Stream-ის მილსადენებით ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების აღდგენა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Jaguar-მა $130,500-იანი ელექტრომობილი წარადგინა
Jaguar Land Rover-მა ნიუ-იორკში ახალი ელექტრომობილი, Jaguar Type 01 წარადგინა. ოთხკარიანი ავტომობილის საწყისი ფასი აშშ-ში $130,500 იქნება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Informa Blackstone-ისგან Clarion-ს £2.24 მილიარდად ყიდულობს
ბრიტანული Informa ღონისძიებების ორგანიზატორ Clarion-ს Blackstone-ისგან £2.24 მილიარდად, დაახლოებით $3 მილიარდად ყიდულობს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Google-მა 3.6-გიგავატიანი ენერგოშეთანხმება გააფორმა
Google-მა Constellation Energy-სთან 3,590 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის შესყიდვაზე გააფორმა შეთანხმება. გარიგება აშშ-ში მონაცემთა ცენტრების სწრაფი გაფართოებით გამოწვეულ ენერგომოთხოვნას უკავშირდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Paramount-მა Warner Bros $110 მილიარდად შეიძინა
Paramount Skydance-მა Warner Bros Discovery-ი 110 მილიარდ დოლარად შეიძინა. გაერთიანებული კომპანია საქმიანობას Skydance-ის სახელით გააგრძელებს, მისი აქციებით კი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე SKYD სიმბოლოთი ივაჭრებენ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Snowflake-ის აქციები 2%-ით დაეცა Asos-ის მონაცემებზე კიბერშეტევის შესაძლო რისკის გამო
Snowflake-ის აქციები 2%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც სავარაუდო ჰაკერებმა Asos-ის აპლიკაციის საშუალებით განაცხადეს, რომ კომპანიის Snowflake-ის მონაცემთა გარემო გატეხეს. Asos-ს შესაძლო კიბერშეტევის მასშტაბი ამ დროისთვის არ დაუდასტურებია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AstraZeneca მასაჩუსეტსში $1 მილიარდზე მეტის ინვესტირებას გეგმავს
AstraZeneca-მ მასაჩუსეტსის ქალაქ კემბრიჯში ახალი კვლევითი ცენტრი გახსნა. კომპანია შტატში 1 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს და მომდევნო წლებში თანამშრომლების რაოდენობას 50%-ზე მეტით გაზრდის.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Jio Platforms ბირჟაზე გასვლას 21 ოქტომბერს გეგმავს
Jio Platforms აქციების საჯარო შეთავაზების დაწყებას 21 ოქტომბერს გეგმავს. კომპანია აქციების გაყიდვით დაახლოებით 3.8 მილიარდ დოლარს მიიღებს. თუ შეთავაზება ამ მოცულობით განხორციელდა, ეს ინდოეთის ისტორიაში ყველაზე დიდი IPO იქნება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Schneider Electric ამერიკულ PTC-ს $22.6 მილიარდად შეიძენს
ფრანგული Schneider Electric ამერიკულ პროგრამულ კომპანია PTC-ს დაახლოებით 22.6 მილიარდ დოლარად შეიძენს. ეს Schneider-ის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენი იქნება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Schneider Electric-მა PTC-ის $22.6 მილიარდად შეძენა დააანონსა
Schneider Electric-მა ამერიკული ინდუსტრიული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია PTC $22.6 მილიარდად შეიძინა. $205-იანი შეთავაზება PTC-ის აქციის ბოლო დახურვის ფასთან შედარებით 42.3%-იან პრემიას წარმოადგენს, ხოლო გარიგება Schneider-ის ინდუსტრიული პროგრამული უზრუნველყოფისა და AI-ის მიმართულებით გაფართოებას ემსახურება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Revolut-ის ღირებულებამ $115 მილიარდს მიაღწია
Revolut ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ სტარტაპად იქცა. კერძო გარიგებებში კომპანიის ღირებულება $115 მილიარდს აღწევს, რაც Barclays-ისა და ფრანგული Societe Generale-ის საბაზრო ღირებულებას აღემატება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ExxonMobil-ისა და Suncor-ის წინააღმდეგ კლიმატურ სარჩელს აშშ-ის უზენაესი სასამართლო განიხილავს
აშშ-ის უზენაესი სასამართლო ExxonMobil-ისა და Suncor Energy-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს. კომპანიები ბოულდერის სარჩელის გაუქმებას ითხოვენ. ქალაქის ხელისუფლებას სურს, ExxonMobil-სა და Suncor-ს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დაეკისროთ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია
Nike-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში თითქმის 9%-ით დაეცა. კომპანიამ ერთ აქციაზე 48-ცენტიანი კორექტირებული მოგებით პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა $11.21 მილიარდის შემოსავალი მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა და Nike-მა ფისკალური 2027 წლისთვის შემოსავლის მაღალი ერთნიშნა პროცენტული შემცირება ივარაუდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა
Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის $110 მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა. CEO დევიდ ელისონის განცხადებით, გადაწყვეტილება Paramount-ისა და Warner Bros-ის დამოუკიდებელი ბრენდების შესანარჩუნებლად მიიღეს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია
Evercore-ის გამოკითხვის მიხედვით, ციფრული რეკლამის ბაზარი კვლავ მდგრადია, თუმცა კომპანიები ბიუჯეტებს ძირითადად უკეთესი შედეგების მქონე პლატფორმებზე გადაანაწილებენ. სააგენტოების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე პოზიტიური სარეკლამო ტენდენციები Meta-სა და Alphabet-ზე შეინიშნება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Ford-ის მესამე კვარტლის გაყიდვები 6.6%-ით შემცირდა
Ford-ის მესამე კვარტლის გაყიდვები 6.6%-ით შემცირდა და 509 764 ავტომობილი შეადგინა. ამავდროულად, ჰიბრიდულ მოდელებზე მოთხოვნა გაიზარდა, ხოლო კომპანიის F-სერიის პიკაპებისა და Maverick-ის გაყიდვებმა დადებითი დინამიკა აჩვენა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Tesla-მ მესამე კვარტალში ავტომობილების მიწოდების პროგნოზი გადააჭარბა
Tesla-მ მესამე კვარტალში 486 532 ავტომობილი მიაწოდა, რაც ანალიტიკოსების 456 896-იან პროგნოზს აღემატება. შედეგს განსაკუთრებით ევროპაში გაყიდვების აღდგენა დაეხმარა, მაშინ როცა აშშ-სა და ჩინეთში მოთხოვნა შედარებით სუსტი დარჩა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა
ევროკავშირის მარეგულირებლები Binance-ისგან განმარტებას ითხოვენ, რის საფუძველზე აგრძელებს კომპანია ევროკავშირის მომხმარებლებთან მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის ნებართვა ვერ მიიღო.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Sanofi და Regeneron ოთხ ახალ პრეპარატზე $8-მილიარდიან შეთანხმებას აფორმებენ
Sanofi და Regeneron ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ ოთხ ახალ პრეპარატზე ერთად იმუშავებენ. შეთანხმების საერთო ღირებულებამ შესაძლოა 8 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Broadcom Anthropic-ს $42 მილიარდამდე დაფინანსებას სთავაზობს
Broadcom-მა Anthropic-ს 42 მილიარდ დოლარამდე დაფინანსება შესთავაზა. მიზანი ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის საჭირო ტექნოლოგიებსა და Broadcom-ის დახმარებით შექმნილი ჩიპების გამოყენებაა. ინფორმაცია Anthropic-ის ბირჟაზე გასასვლელად მომზადებულ დოკუმენტებში გამოჩნდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
BMW ხარჯების შემცირებას და ახალი მოდელების გამოშვებას გეგმავს
BMW-მ ბიზნესის გაძლიერების ახალი გეგმა წარადგინა. კომპანია ორ ახალ მოდელს გამოუშვებს, მენეჯერული პოზიციების რაოდენობას შეამცირებს და ჩინეთის ბაზარზე მუშაობის სტრატეგიას შეცვლის.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apple ჭკვიანი სახლის ახალ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს
Apple ჭკვიანი სახლისთვის განკუთვნილი ახალი მოწყობილობის წარდგენას გეგმავს. კომპანია J490-ის სახელით ცნობილ მოწყობილობას 13 ოქტომბერს წარადგენს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ანალიტიკოსებმა 2026 წლის ნავთობის ფასის პროგნოზები გაზარდეს
ანალიტიკოსებმა 2026 წლის Brent-ის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი 89.05 დოლარამდე გაზარდეს. ბაზარზე მთავარ რისკებად ჰორმუზის სრუტეში ექსპორტის შეფერხება, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაგრძელება და ჩინეთის ნავთობის მარაგების შემცირება რჩება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Mattel-მა ახალი აღმასრულებელი დირექტორი დანიშნა
Mattel-მა ოთხშაბათს კომპანიის ახალ აღმასრულებელ დირექტორად დირექტორთა საბჭოს წევრი როჯერ ლინჩი დანიშნა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Oura-მ $2.2-მილიარდიანი IPO გადადო
ჭკვიანი ბეჭდების მწარმოებელმა Oura-მ ბირჟაზე გასვლა გადადო. Oura IPO-ს ფარგლებში 50 მილიონი აქციის შეთავაზებას და მაქსიმუმ 2.2 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავდა. აქედან მხოლოდ 13.5 მილიონი იქნებოდა კომპანიის მიერ ახლად გამოშვებული აქცია, დანარჩენი 36.5 მილიონი კი უკვე არსებულ აქციონერებს ეკუთვნოდათ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
AT&T-მ Corning-თან $3-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა
AT&T-მ Corning-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც $3 მილიარდს აღემატება. შეთანხმების ფარგლებში Corning ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის ოპტიკურ ბოჭკოსა და კაბელებს დაამზადებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის კონგრესის წევრები AES-ის $33-მილიარდიანი გარიგების შეჩერებას ითხოვენ
აშშ-ის კონგრესის წევრთა ჯგუფი ენერგეტიკის მარეგულირებელს AES-ის გაყიდვის შეჩერებას სთხოვს. გარიგების ღირებულება, კომპანიის ვალის ჩათვლით, დაახლოებით 33.4 მილიარდ დოლარს შეადგენს და ბოლო წლების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებაა ენერგეტიკის სექტორში.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Anthropic-ის ღირებულებამ ბირჟაზე გასვლისას შესაძლოა $2 ტრილიონს გადააჭარბოს
Anthropic ბირჟაზე გასასვლელად ემზადება და IPO-ს დროს კომპანიის ღირებულებამ შესაძლოა 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Deutsche Bank-მა Netflix-ის აქციების რეკომენდაცია Buy-მდე გაზარდა
Deutsche Bank-მა Netflix-ის აქციების რეკომენდაცია Buy-მდე გაზარდა, ხოლო სამიზნე ფასი 95 დოლარამდე შეამცირა. ბანკის შეფასებით, აქციების მიმდინარე ღირებულება კომპანიის ზრდის პერსპექტივას სათანადოდ არ ასახავს, ხოლო საერთაშორისო ბაზრები, ხელოვნური ინტელექტი და სარეკლამო ბიზნესი განვითარების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Starship-მა პირველად მიაღწია ორბიტას და 26 თანამგზავრი განათავსა
SpaceX-ის Starship-მა მეთოთხმეტე საცდელი ფრენისას პირველად მიაღწია ორბიტას და 26 ახალი თაობის Starlink-ის თანამგზავრი განათავსა. მიუხედავად წარმატებული შედეგისა, ერთ-ერთი ძრავის ნაადრევი გათიშვის გამო მისია დროზე ადრე დასრულდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Evonik-მა BASF-ის $11.7-მილიარდიანი შეთავაზება უარყო
გერმანულმა Evonik-მა BASF-ის 10.3 მილიარდი ევროს, დაახლოებით 11.7 მილიარდი დოლარის შეთავაზება უარყო. BASF Evonik-ის თითო აქციაში დაახლოებით 22.15 ევროს იხდიდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Nvidia აქციების უკუშესყიდვის პროგრამას $150 მილიარდით ზრდის
Nvidia-მ საკუთარი აქციების უკუშესყიდვის პროგრამა 150 მილიარდი დოლარით გაზარდა. ეს ერთი კომპანიის მიერ დამტკიცებული ყველაზე დიდი პროგრამაა და Apple-ის 2024 წლის 110-მილიარდიან გეგმასაც აღემატება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Tesla გერმანიის ქარხანაში თანამშრომლების ხელფასებს 4–5%-ით გაზრდის
Tesla 1 ოქტომბრიდან გერმანიის ბერლინ-ბრანდენბურგის ქარხანაში თანამშრომლების ხელფასებს საშუალოდ 4–5%-ით გაზრდის. გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის მენეჯმენტმა ორშაბათს განაცხადა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ჩინეთი აშშ-ის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფებს შეამცირებს, თუმცა სოიო გამონაკლისია
ჩინეთი აშშ-ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმეტესობაზე ტარიფებს შეამცირებს, თუმცა სოიო გამონაკლისად რჩება. ვაშინგტონისა და პეკინის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ეს საკითხი კვლავ მოლაპარაკებების მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Nubank ბრიტანული Monzo-ს შეძენას განიხილავს
ბრაზილიური Nubank ბრიტანულ ციფრულ ბანკ Monzo-სთან შესაძლო გარიგებას განიხილავს. შეთანხმების შემთხვევაში Monzo-ს ღირებულება შესაძლოა £8 მილიარდიდან £10 მილიარდამდე, ანუ დაახლოებით $10.6-13.3 მილიარდამდე განისაზღვროს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Citi იენის გამყარებას პროგნოზირებს - დოლართან მიმართებით კურსი 2027 წლის ბოლომდე გაიზრდება
Citi-ის პროგნოზით, იაპონური ინსტიტუციური ინვესტორების საზღვარგარეთული ინვესტიციების შემცირება და იაპონიაში საპროცენტო განაკვეთების ზრდა იენს გაამყარებს. ბანკი USD/JPY-ის 2027 წლის ბოლოსთვის 145-მდე შემცირებას ვარაუდობს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ბაზრები ვაშინგტონის სამიტისა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენების მოლოდინშია
ინვესტორები აშშ-ჩინეთის სამიტის შედეგებსა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს აკვირდებიან, რაც სავაჭრო, ენერგეტიკულ და სავალუტო ბაზრებზე გაურკვევლობას ინარჩუნებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI-ის უსაფრთხოების რისკები იზრდება, თუმცა წამყვანი ლაბორატორიები განვითარებას არ ანელებენ
BMO AI-ის უსაფრთხოების რისკების ზრდაზე მიუთითებს და ვარაუდობს, რომ აშშ და ჩინეთი ღია წვდომის მოდელების რეგულირებას გაამკაცრებენ, რაც შესაძლოა Anthropic-ისა და OpenAI-ის საბაზრო პოზიციებზე აისახოს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Starbucks ჩრდილოეთ ამერიკაში კიდევ 250 კაფეს დახურავს
Starbucks ჩრდილოეთ ამერიკაში კიდევ 250 კაფის დახურვას გეგმავს. საუბარია ობიექტებზე, რომლებიც კომპანიას საკმარის მოგებას აღარ აძლევს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Amazon ინდოეთში სწრაფი მიწოდების ბიზნესში $3 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს
Amazon 2030 წლამდე ინდოეთში სწრაფი მიწოდების ბიზნესის გაფართოებისთვის 3 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Paramount-მა Warner Bros. Discovery-ის შესაძენად $7.5-მილიარდიანი სესხის აღებისთვის მზადება დაიწყო
Paramount Skydance-მა Warner Bros. Discovery-ის შესაძენად 7.5 მილიარდი დოლარის სესხის აღებისთვის მზადება დაიწყო. კომპანია 110-მილიარდიანი გარიგების დასაფინანსებლად სესხთან ერთად სხვა წყაროების გამოყენებასაც გეგმავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Gucci-მ „Made in China“ წარწერით ახალი სნიკერები გაყიდვაში გამოუშვა
Gucci-მ ახალი სნიკერების ნაწილი ჩინეთში წარმოებული და „Made in China“ წარწერით გამოუშვა. გადაწყვეტილება ბრენდის ხარჯების კონტროლისა და უფრო ფართო მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის ნაწილია, თუმცა ინდუსტრიის ზოგიერთი ანალიტიკოსი მის გავლენას Gucci-ის ლუქს-იმიჯზე განიხილავს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროკავშირი აშშ-ის მიერ დიზელის ექსპორტის შესაძლო აკრძალვაზე შეშფოთებას გამოთქვამს
ევროკავშირი აშშ-ის დიზელის ექსპორტის შესაძლო 90-დღიან აკრძალვას აკვირდება და აცხადებს, რომ საწვავის მიწოდების შეფერხებამ შესაძლოა ორივე მხარის ბაზრებზე ფასებისა და მიწოდების პრობლემები შექმნას.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
UBS: BMW-ის 2028 წლის საოპერაციო მარჟის სამიზნე შესაძლოა 3%-5% იყოს
UBS-ის პროგნოზით, BMW-მ შესაძლოა 2028 წლისთვის ავტომობილების მიმართულების EBIT მარჟის სამიზნე 3%-5%-ზე დააფიქსიროს, მაშინ როცა ბაზრის კონსენსუსი 5.1%-ს შეადგენს. ბანკი მიიჩნევს, რომ ჩინეთში არსებული გამოწვევების გამო BMW-ის 8%-10%-იანი გრძელვადიანი მარჟის მიზნის მიღწევა შესაძლოა 2030 წლამდე გადაიდოს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ბრიტანეთმა Google-ს საძიებო სისტემებისა და AI ასისტენტების არჩევანის შეთავაზება მოსთხოვა
ბრიტანეთის კონკურენციის მარეგულირებელმა Google-ისთვის ახალი მოთხოვნები წარადგინა. წინადადების დამტკიცების შემთხვევაში, Android-ისა და Chrome-ის მომხმარებლებს საძიებო სისტემებთან ერთად AI ასისტენტების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
McDonald’s ფრენჩაიზების მხარდასაჭერად $8.5 მილიარდს გამოყოფს
McDonald’s მომდევნო ათი წლის განმავლობაში ფრენჩაიზების მხარდასაჭერად 8.5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. მაღალი ინფლაციის გამო კომპანია მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფ ზრდას აღარ ელოდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Microsoft სპარსეთის ყურის ქვეყნებში $10 მილიარდზე მეტს დახარჯავს
Microsoft 2030 წლამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, კატარსა და ქუვეითში $10 მილიარდზე მეტის დახარჯვას გეგმავს. თანხა ღრუბლოვან სერვისებს, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურასა და რეგიონული საქმიანობის გაფართოებას მოხმარდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Goldman Sachs-მა სმარტფონების გლობალური გაყიდვების პროგნოზი შეამცირა
Goldman Sachs-მა 2026-2028 წლებისთვის სმარტფონების გლობალური მიწოდების პროგნოზი შეამცირა, თუმცა ბაზრის ღირებულების შეფასება გაზარდა. ბანკი უფრო მაღალ საშუალო გასაყიდ ფასებს, მეხსიერების კომპონენტების გაძვირებასა და პრემიუმ მოწყობილობებზე მოთხოვნის ზრდას ელოდება, ხოლო დასაკეცი სმარტფონების ბაზრის გაფართოებას iPhone Duo-ს გამოჩენაც შეუწყობს ხელს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროზონის კერძო სექტორი სექტემბერში თითქმის 3.5 წლის მაქსიმალური ტემპით გაიზარდა
ევროზონის კერძო სექტორის აქტივობა სექტემბერში თითქმის 3.5 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა. PMI 53.1 პუნქტამდე ავიდა, თუმცა პარალელურად გაძლიერდა ინფლაციური ზეწოლაც, რაც ECB-ის მომავალი მონეტარული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სამხრეთ კორეა აშშ-ში $20-მილიარდიან ენერგეტიკულ პროექტს განიხილავს
სამხრეთ კორეამ აშშ-ში დაგეგმილი $350-მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი შეარჩია. საუბარია ტეხასში 6.3 გიგავატი სიმძლავრის გაზზე მომუშავე ელექტროსადგურზე, რომლის ღირებულება $20 მილიარდს აღემატება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Airtel Money ლონდონის ბირჟაზე გასვლას და $800 მილიონის მიღებას გეგმავს
Airtel Money ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლას განიხილავს. IPO-ს დროს კომპანია ინვესტორებისგან სულ მცირე 800 მილიონი დოლარის მოზიდვას გეგმავს. ვარაუდობენ, რომ ბირჟაზე გასვლისას Airtel Money 8-დან 9 მილიარდ დოლარამდე შეფასდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Snorkel AI-ს ღირებულება $3.5 მილიარდამდე გაიზარდა
Snorkel AI-მ ინვესტორებისგან $350 მილიონი მიიღო. ახალი გარიგებით სან-ფრანცისკოში დაფუძნებული AI კომპანია $3.5 მილიარდად შეფასდა, რაც 2025 წლის მაისში დაფიქსირებულ $1.3-მილიარდიან მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ მეტია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Saudi Aramco გაზის ბიზნესის გამოყოფას გეგმავს
Saudi Aramco ბიზნესის რეორგანიზაციას და გაზის მიმართულების შექმნას გეგმავს. კომპანია მომავალში აღნიშნული ბიზნესის ბირჟაზე განთავსებასაც განიხილავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
RBC-მა LVMH-ის აქციების შეფასება შეამცირა და სამიზნე ფასი €475-მდე დაწია
RBC Capital Markets-მა LVMH-ის აქციების რეკომენდაცია „Sector Perform“-მდე შეამცირა და 12-თვიანი სამიზნე ფასი €475-მდე დაწია. კომპანიაში ლუქს-საქონელზე სუსტ მოთხოვნასა და რთულ მაკროეკონომიკურ გარემოს ელოდებიან, რაც შემოსავლებისა და საოპერაციო მარჟის პროგნოზების შემცირებაში აისახა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Novo Nordisk 2030 წლამდე ხუთზე მეტი ახალი მსხვილი მედიკამენტის გამოშვებას გეგმავს
Novo Nordisk-მა მომდევნო წლების განვითარების ახალი გეგმა წარადგინა. დანიური ფარმაცევტული კომპანია 2030 წლამდე ხუთზე მეტი ისეთი მედიკამენტის გამოშვებას გეგმავს, რომელთა წლიურმა გაყიდვებმა შესაძლოა თითოეულ შემთხვევაში $1 მილიარდს გადააჭარბოს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Oura IPO-თი $2.2 მილიარდამდე თანხის მიღებას გეგმავს
ჭკვიანი ბეჭდების მწარმოებელმა Oura-მ აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის მზადება დაიწყო.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
SoftBank OpenAI-ში ინვესტიციისთვის $11 მილიარდზე მეტის ობლიგაციებს გამოუშვებს
SoftBank-მა 10 მილიარდი დოლარისა და 1 მილიარდი ევროს ობლიგაციების განთავსება დაიწყო. მიღებული თანხის დიდ ნაწილს კომპანია OpenAI-ში მორიგი ინვესტიციისთვის გამოიყენებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Paramount-მა Warner Bros.-ის $110-მილიარდიანი გარიგების მთავარი დაბრკოლება გადალახა
Paramount Skydance-მა კალიფორნიასა და სხვა 11 შტატთან შეთანხმებას მიაღწია, რომლებმაც Warner Bros. Discovery-სთან $110-მილიარდიანი გარიგების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. შეთანხმება გარიგების დასრულების გზაზე ერთ-ერთ მთავარ სამართლებრივ დაბრკოლებას ხსნის.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Costco-ის კვარტალური შედეგები ინვესტორების ყურადღების ცენტრში
Costco 24 სექტემბერს ფისკალური მეოთხე კვარტლის შედეგებს გამოაქვეყნებს. კომპანიის გაყიდვების წინასწარი მონაცემები ორნიშნა ზრდაზე მიუთითებს, თუმცა ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, როგორ აისახა ფასების შეკავების პოლიტიკა მარჟებზე და რამდენად ძლიერია მომხმარებლების მოთხოვნა მაღალი ინფლაციის პირობებში.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Porsche-ში შესაძლოა კვლავ 4,100 სამუშაო ადგილი შემცირდეს
Porsche-ში დაახლოებით 4,100 სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება. ინფორმაცია Handelsblatt-მა Volkswagen-ის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა. ახალი გეგმა კომპანიის ხარჯების შემცირებას და დაახლოებით €700-მილიონიანი დანაკლისის აღმოფხვრას უკავშირდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Shenghe Resources-ის შეძენას განიხილავს
ჩინეთის სახელმწიფო China Rare Earth Group-ი იშვიათი ლითონების მწარმოებელი Shenghe Resources-ის შეძენას განიხილავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
უოლ-სტრიტი კლებულობს - სახაზინო ობლიგაციების სარგებლის ზრდა აქციებზე ზეწოლას აძლიერებს
უოლ-სტრიტის მთავარი ინდექსები პარასკევს შემცირდა, რადგან აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სარგებელი კვლავ გაიზარდა. ინვესტორები ასევე აფასებენ Fed-ის ბოლო გადაწყვეტილებას, AI სექტორში არსებულ გაურკვევლობასა და „ოთხმაგი ვადაგასვლის“ დღეს, რომელსაც ბაზარზე მერყეობის ზრდა შეუძლია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Apollo-მ BMG-ში $1.25 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა
Apollo Global Management-მა მუსიკალურ კომპანია BMG-ში 1.25 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. გარიგება BMG-ისა და Concord-ის გაერთიანებას უკავშირდება. Apollo-მ BMG-ის შვილობილ კომპანიაში წილი მიიღო, რომლის აქტივებში Concord-ის მილიონზე მეტი სიმღერის კატალოგიც შედის.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - ინვესტორები Fed-ისა და გლობალური განაკვეთების ზრდას აფასებენ
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები პარასკევს გაიზარდა მას შემდეგ, რაც უოლ-სტრიტმა Fed-ის განაკვეთის ზრდის შემდეგ ძლიერი რალი აჩვენა. ინვესტორების ყურადღება ასევე იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის 31-წლიან მაქსიმუმამდე გაზრდაზეა გადატანილი, რაც გლობალური მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების უფრო ფართო ტენდენციაზე მიუთითებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ში ტოკენიზებული აქციებით ვაჭრობისთვის ახალი წესები ამოქმედდება
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ტოკენიზებული აქციებით ვაჭრობის ახალი წესები წარადგინა. SEC გარკვეულ პლატფორმებს ხუთი წლის განმავლობაში იმ რეგულაციების სრულად დაცვას არ მოსთხოვს, რომლებიც ჩვეულებრივ Nasdaq-ისა და NYSE-ის მსგავსი საფონდო ბირჟებისთვის მოქმედებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Applied Materials ინდოეთში $5 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს
ამერიკული Applied Materials მომდევნო ათი წლის განმავლობაში ინდოეთში 5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Starbucks იაპონური ბიზნესის დიდი ნაწილის გაყიდვას განიხილავს
Starbucks იაპონურ ბიზნესში საკონტროლო წილის გაყიდვას განიხილავს. კომპანია აღნიშნულ საკითხზე ფინანსურ მრჩევლებთან ერთად მუშაობს და დაინტერესებულ ინვესტორებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას განიხილავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Altera აშშ-ში IPO-სთვის ემზადება
ჩიპების მწარმოებელმა Altera-მ აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა. კომპანია IPO-თი $2 მილიარდზე მეტის მიღებას განიხილავს. ამ შემთხვევაში აღნიშნული ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახევარგამტარების სექტორის IPO იქნება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Syngenta ჰონგ-კონგის IPO-თი სულ მცირე $5 მილიარდის მიღებას გეგმავს
Syngenta Group-მა ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის განაცხადი კონფიდენციალურად შეიტანა. შვეიცარიული აგროქიმიური კომპანია სულ მცირე $5 მილიარდის მიღებას გეგმავს, თუმცა ინვესტორების მოთხოვნის მიხედვით თანხა შესაძლოა $10 მილიარდამდე გაიზარდოს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Grab-ი Atome Financial-ის 60%-ს $1.49 მილიარდად შეიძენს
Grab-ი Atome Financial-ის 60%-იან წილს $1.49 მილიარდად შეიძენს. გარიგების მიხედვით, Atome-ის ღირებულება 2-დან 4.5 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. დარჩენილი 40%-ის შეძენა დაახლოებით ორ წელიწადში იგეგმება, საბოლოო ფასი კი იმ დროისთვის კომპანიის შემოსავლებსა და მოგებაზე იქნება დამოკიდებული.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
UBS: ინვესტორებს Fed-ის განაკვეთის ზრდის არ უნდა ეშინოდეთ - აქციების მთავარი მამოძრავებელი კვლავ მოგების ზრდაა
UBS-ის შეფასებით, Fed-ის მოსალოდნელი განაკვეთის ზრდა აშშ-ის აქციებისთვის ავტომატურად ნეგატიური ფაქტორი არ არის. ბანკი მიიჩნევს, რომ ბაზრის მთავარი მამოძრავებელი ეკონომიკური და კორპორაციული მოგების ზრდა იქნება და S&P 500-ის სამიზნე ნიშნულები 8,100 და 8,400 დონეებზე შეინარჩუნა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Rosenblatt-მა Nokia-ს აქციებზე „Buy“ რეიტინგი დააწესა - AI ინფრასტრუქტურა ოპტიკური ქსელების ბიზნესს აძლიერებს
Rosenblatt-მა Nokia-ს აქციებზე „Buy“ რეიტინგი და $15-იანი სამიზნე ფასი დააწესა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ AI ინფრასტრუქტურის განვითარება Nokia-ს ოპტიკური ქსელების ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ზრდის შესაძლებლობას ქმნის, ხოლო Optical DCI-ის ბაზარი 2030 წლისთვის შესაძლოა $40-50 მილიარდამდე გაიზარდოს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
JPMorgan-მა Meta-ს რეიტინგი „Overweight“-მდე გაზარდა — ბანკი AI აგენტებში ზრდის ახალ შესაძლებლობას ხედავს
JPMorgan-მა Meta-ს აქციების რეიტინგი „Overweight“-მდე გაზარდა და სამიზნე ფასი $820-მდე აამაღლა. ბანკი კომპანიის ახალ AI აგენტ Muse-ს, მოწინავე მოდელებსა და მომავალ Watermelon მოდელს რეკლამის მიღმა ზრდის მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებად მიიჩნევს, თუმცა AI ინფრასტრუქტურაზე მზარდი კაპიტალური დანახარჯებიც მნიშვნელოვნად იზრდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
JPMorgan-მა Meta-ს რეიტინგი გაზარდა — AI აგენტები კომპანიის ზრდის ახალ შესაძლებლობად სახელდება
JPMorgan-მა Meta-ს აქციების რეიტინგი „Overweight“-მდე გაზარდა და სამიზნე ფასი $820-მდე აამაღლა. ბანკი კომპანიის AI მოდელებსა და აგენტებში ზრდის ახალ შესაძლებლობებს ხედავს, თუმცა ამასთან Meta-ს მზარდ კაპიტალურ დანახარჯებზე მიუთითებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიტიკოსების შეფასებები Apple-ის პირველი დასაკეცი iPhone-ის წარდგენის შემდეგ გაიყო
Apple-ის პირველი დასაკეცი iPhone-ის, Duo-ს, წარდგენას ანალიტიკოსების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ნაწილი მას კომპანიისთვის მნიშვნელოვან ახალ პროდუქტად მიიჩნევს, თუმცა სხვები შეზღუდულ მიწოდებას, დაბალფასიანი მოდელების დაგვიანებასა და Apple-ის AI სტრატეგიის სისუსტეს მთავარ რისკებად ასახელებენ.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Chime Stride Bank-ს $590 მილიონად იყიდის
ამერიკული ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Chime Stride Bank-ს $590 მილიონად შეიძენს. გარიგების შედეგად Chime საბანკო ლიცენზიას მიიღებს და სესხების მიმართულების გაფართოებას შეძლებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Porsche-მ Bugatti Rimac-ში წილი €1 მილიარდად გაყიდა
Porsche-მ Bugatti Rimac-სა და Rimac Group-ში კუთვნილი წილები გაყიდა. გარიგებიდან გერმანული ავტომწარმოებელი დაახლოებით €1 მილიარდს, ანუ $1.2 მილიარდს მიიღებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
HSBC LVMH-სა და Burberry-ს რეიტინგს ამცირებს
HSBC LVMH-სა და Burberry-ზე უფრო ფრთხილი გახდა და ორივეს Buy-დან Hold-მდე დაუწია რეიტინგი. ბანკი luxury სექტორის მეორე ნახევარში შენელებას ელოდება, განსაკუთრებით ჩინეთის სუსტი მოთხოვნისა და უფრო რთული შედარების ბაზის გამო.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
RBC უფრო ფრთხილი ხდება აშშ-ის აქციების მოკლევადიან პერსპექტივაზე
RBC აფრთხილებს, რომ აშშ-ის საფონდო ბაზარს შემოდგომაზე 5%-10%-იანი კორექციის რისკი ემუქრება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაზე კვლავ ოპტიმისტურად რჩება და S&P 500-ისთვის 8,150 პუნქტის სამიზნეს ინარჩუნებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Holtec Nuclear ბირჟაზე გასვლით $900 მილიონამდე მიიღებს
ამერიკული ბირთვული ტექნოლოგიების კომპანია Holtec Nuclear ბირჟაზე გასასვლელად ემზადება. კომპანია IPO-ს ფარგლებში $900 მილიონამდე მიღებას გეგმავს, მისი ღირებულება კი შესაძლოა $10.2 მილიარდამდე შეფასდეს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Inditex-ის მოგება 6.8%-ით გაიზარდა, გაყიდვებმა კი €19.8 მილიარდს მიაღწია
Zara-ს მფლობელმა Inditex-მა 2026 წლის პირველ ნახევარში ძლიერი ფინანსური შედეგები აჩვენა — წმინდა მოგება 6.8%-ით, გაყიდვები კი 7.6%-ით გაიზარდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალმა კოლექციებმა მომხმარებლებისგან ძლიერი გამოხმაურება მიიღო, ხოლო წლის მეორე ნახევრის დასაწყისშიც გაყიდვების ზრდა შენარჩუნდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
OpenAI-ის კორპორაციული ბიზნესი ივლისში 32%-ით გაიზარდა
OpenAI-ის კორპორაციული მიმართულების შემოსავლის ტემპი ივლისში, ივნისთან შედარებით, 32%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის მთლიანმა შემოსავლის წლიურმა ტემპმა 20%-ით მოიმატა. OpenAI-ის CFO Sarah Friar-ის განცხადებით, განსაკუთრებით სწრაფად იზრდება საწარმოთა სეგმენტი, მაშინ როდესაც სამომხმარებლო მიმართულებაც სტაბილურ ზრდას ინარჩუნებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Nvidia-ს პარტნიორმა Wistron-მა აქციების გაყიდვით $1.47 მილიარდი მიიღო
ტაივანურმა Wistron-მა აქციების გაყიდვით $1.47 მილიარდი მოიზიდა. Nvidia-ს ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი მიღებულ თანხას ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო სერვერების წარმოების გასაზრდელად გამოიყენებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Adobe კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს - ინვესტორები AI სტრატეგიასა და მენეჯმენტის ცვლილებებს აკვირდებიან
Adobe ხუთშაბათს კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. მიუხედავად ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და AI პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნისა, ინვესტორებისთვის მთავარ საკითხად რჩება მენეჯმენტის ცვლილებები, Figma-სა და Canva-სგან მზარდი კონკურენცია და ის, შეძლებს თუ არა კომპანია AI-ის ზრდის მნიშვნელოვან წყაროდ ქცევას.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Huawei ახალი სმარტფონით პრემიუმ ბაზარზე პოზიციების დაცვას ცდილობს
Huawei-მ ახალი Mate XT2 სამმაგად დასაკეცი სმარტფონი წარადგინა და ჩინეთის პრემიუმ ბაზარზე Apple-ისა და Xiaomi-ის კონკურენციისთვის ემზადება. მოწყობილობის ფასი თითქმის 3,000 დოლარიდან იწყება, ხოლო Huawei ჩინეთის დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე უკვე 68%-იანი წილით ლიდერობს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ის ფიუჩერსები სტაბილურია - ინვესტორები დასაქმების მნიშვნელოვან ანგარიშს ელოდებიან
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები თითქმის უცვლელი იყო, რადგან ინვესტორები აგვისტოს დასაქმების ანგარიშის გამოქვეყნებას ელოდებოდნენ. NFP-ის მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Fed-ის შემდგომი საპროცენტო პოლიტიკის შესაფასებლად: ძლიერი შრომის ბაზარი განაკვეთების მაღალ დონეზე შენარჩუნებას, ხოლო სუსტი დასაქმება უფრო რბილი პოლიტიკის შესაძლებლობას გააძლიერებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Adobe-ს ახალი CEO ეყოლება - შანტანუ ნარაიენს ანილ ჩაკრავარტი შეცვლის
Adobe-ს სათავეში ცვლილება იგეგმება - 1 დეკემბრიდან კომპანიის CEO ანილ ჩაკრავარტი გახდება, ხოლო შანტანუ ნარაიენი აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს. ცვლილება Adobe-ის AI-ზე ორიენტირებული ზრდის სტრატეგიის გაძლიერებას უკავშირდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Lululemon-ის აქციები 18%-ით დაეცა - კომპანიამ წლიური პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა
Lululemon-ის აქციები 18%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გაყიდვების მოლოდინი ვერ გაამართლა და 2026 წლის შემოსავლებისა და მოგების პროგნოზი მეორედ შეამცირა. ახალ CEO Heidi O’Neill-ს მოუწევს სუსტი გაყიდვების, გაძლიერებული კონკურენციისა და ბრენდის დაკარგული იმიჯის აღდგენის გამოწვევებთან გამკლავება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ჩინური AI კომპანია Moonshot $3-მილიარდიანი IPO-სთვის ემზადება
ჩინურმა AI სტარტაპმა Moonshot-მა ჰონგ-კონგის ბირჟაზე გასვლისთვის განაცხადი კონფიდენციალურად შეიტანა. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, კომპანია IPO-თი დაახლოებით $3 მილიარდის მოზიდვას აპირებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Nvidia Hugging Face-ს $12.9 მილიარდად ყიდულობს
Nvidia ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმა Hugging Face-ს $12.93 მილიარდად შეიძენს. ეს Nvidia-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგებაა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apple-ს ლონდონში £2 მილიარდის სარჩელი ემუქრება — კომპანიას აპების თვალთვალის წესების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ
Apple-ის წინააღმდეგ ლონდონში £2 მილიარდის ($2.7 მილიარდის) სარჩელი შეიტანეს. აპლიკაციების დეველოპერები კომპანიას App Tracking Transparency-ის წესების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ეს სისტემა მესამე მხარის დეველოპერებს Apple-ის საკუთარ სერვისებთან შედარებით უფრო მკაცრ პირობებში აყენებს. Apple ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ წესები ყველა დეველოპერისთვის თანაბრად მოქმედებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
LVMH-ის აქციები ხუთწლიან მინიმუმამდე დაეცა — Bernstein ჩინეთში ლუქს-სეგმენტის აღდგენის შეჩერებაზე მიუთითებს
LVMH-ის აქციები 2.4%-ით დაეცა და ხუთწლიან მინიმუმამდე შემცირდა მას შემდეგ, რაც Bernstein-მა ჩინეთში ლუქს-სექტორის აღდგენის შეჩერების ნიშნებზე მიუთითა. ჩინეთის ლუქს-მაღაზიების გაყიდვები ივლისში 12%-ით შემცირდა. Bernstein-მა LVMH-ის 2026–2027 წლების პროგნოზები შეამცირა, თუმცა „Outperform“ რეიტინგი და 570 ევროს სამიზნე ფასი შეინარჩუნა. სექტორში Bernstein-ის რჩეულ კომპანიად Richemont დასახელდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ში ტაივანური კომპანიების ინვესტიციები კიდევ $20 მილიარდით გაიზრდება
ტაივანური კომპანიები აშშ-ში 20 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. ტაივანის ეკონომიკის მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებას ძირითადად ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Dell Technologies-ის აქციები 10%-ზე მეტით გაიზარდა — კომპანიამ AI სერვერებზე გაზრდილი მოთხოვნით პროგნოზებს გადააჭარბა
Dell Technologies-მა 2027 ფისკალური წლის მეორე კვარტალში როგორც მოგების, ისე შემოსავლის მიმართულებით მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. AI სერვერებზე რეკორდულმა $60.9 მილიარდის შეკვეთებმა და $95 მილიარდიანმა backlog-მა კომპანიის პროგნოზების ზრდას შეუწყო ხელი. შედეგების ფონზე Dell-ის აქციები 10%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Raymond James-მა კომპანიის სამიზნე ფასი $617-მდე გაზარდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
GoPro-ს $285 მილიონად ყიდულობენ
GoPro Starman Optical-ს შეუერთდება. გარიგების ღირებულება 285 მილიონი დოლარია და მისი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
GameStop-ის აქციები 8 სექტემბრის ანგარიშის შემდეგ შესაძლოა 4.7%-ით შეიცვალოს
Bloomberg-ის მიერ შედგენილი ოფციონების მონაცემების მიხედვით, ინვესტორები GameStop-ის აქციების დაახლოებით 4.7%-იან მოძრაობას ელიან 8 სექტემბერს, კომპანიის კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ბოლო რვა ანგარიშიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადააჭარბა აქციის რეალურმა მოძრაობამ ბაზრის მოლოდინს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Wolfe Research Disney-სა და Fox-ს მედიის სექტორში გამორჩეულ აქციებად ასახელებს
Wolfe Research-ის შეფასებით, მედიის სექტორში ყველაზე საინტერესო შესაძლებლობები ამ ეტაპზე Disney-სა და Fox-ს უკავშირდება. ორივე კომპანიას საინვესტიციო ფირმა „Outperform“ რეიტინგს ანიჭებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Jefferies CVS Health-ის აქციების 29%-იან ზრდას ვარაუდობს
Jefferies CVS Health-ის აქციების ზრდას ვარაუდობს და კომპანიას ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთ გამორჩეულ არჩევანად ასახელებს. მან CVS-ის აქციის სამიზნე ფასი 120 დოლარად განსაზღვრა, რაც დაახლოებით 29%-იან ზრდას გულისხმობს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Sony Music და Warner Music Anthropic-ს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ
Sony Music-ისა და Warner Music-ის მუსიკალურმა გამომცემლობებმა Anthropic-ს უჩივლეს და კომპანია Claude-ის AI მოდელების გასაწვრთნელად საავტორო უფლებებით დაცული სიმღერების ტექსტებისა და სანოტო მასალის უკანონოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს. დავა AI კომპანიებისა და საავტორო უფლებების მფლობელებს შორის მზარდი სამართლებრივი დაპირისპირების კიდევ ერთი მაგალითია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Tesla-ს აქციები 3.2%-ით გაიზარდა - Optimus-ის წარმოება დაიწყო
Tesla-ს აქციები 3.2%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ Optimus-ის ჰუმანოიდი რობოტის წარმოების დაწყება დაადასტურა. დამატებით პოზიტიურ კატალიზატორად განიხილება 24 სექტემბერს დაგეგმილი Semi-ის ღონისძიება და აზიაში უფრო იაფი Model 3-ის გამოშვება. მიუხედავად რთული საბაზრო გარემოსა, Optimus-ის, რობოტიკისა და ავტონომიური ტექნოლოგიების პერსპექტივა Tesla-ს აქციების მიმართ ინვესტორთა ოპტიმიზმს აძლიერებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Bloom Energy-ის აქციები 3.5%-ით დაეცა - იურიდიული რისკები კვლავ ზეწოლას ახდენს
Bloom Energy-ის აქციებზე ზეწოლა გაძლიერდა მიმდინარე იურიდიული დავისა და კომპანიის მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული კითხვების ფონზე. ინვესტორების ყურადღებას განსაკუთრებით იქცევს სკანდიუმის შესყიდვებთან დაკავშირებული ბრალდებები და Bloom-ის შეკვეთების მნიშვნელოვანი წილი კორეული Sanil Electric-ისგან. ამას ემატება ბაზარზე არსებული გეოპოლიტიკური რისკი და აქციის უკვე გაუარესებული ტექნიკური სურათი
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Sportradar-ის აქციები 6%-ით გაიზარდა - Polymarket-თან პარტნიორობა ფართოვდება
Sportradar-ის აქციები 6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ Polymarket-თან პარტნიორობა გააფართოვა. შეთანხმება ახლა 20-ზე მეტ სპორტულ ლიგას და დაახლოებით 300,000 მატჩს წელიწადში მოიცავს, რაც Sportradar-ს სპორტული მონაცემებისა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი მიმწოდებლის როლს კიდევ უფრო უმყარებს პროგნოზირების ბაზარზე.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Shein-ის IPO ჰონგ-კონგში - კომპანია დაახლოებით $26.5 მილიარდად შეფასდება
Shein ჰონგ-კონგის IPO-თი დაახლოებით $1.7 მილიარდის მოზიდვას და კომპანიის დაახლოებით $26.5 მილიარდად შეფასებას გეგმავს. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია მის 2022 წლის თითქმის $100-მილიარდიან კერძო შეფასებაზე და აჩვენებს, რომ ინვესტორები კომპანიის შენელებულ ზრდას, დაბალ მარჟებს, რეგულაციურ წნეხსა და გაძლიერებულ კონკურენციას უფრო ფრთხილად აფასებენ.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Wendy’s-ის აქციები 14%-ზე მეტით დაეცა - Trian Fund Management-მა შესაძლო შესყიდვაზე უარი თქვა
Wendy’s-ის აქციები 14%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც ნელსონ პელცის Trian Fund Management-მა ბურგერების ქსელის შესყიდვის გეგმიდან უკან დაიხია. Trian, რომელიც Wendy’s-ის დაახლოებით 16%-ს ფლობს, კომპანიის შეფასებითა და სტრატეგიული მიმართულებით შეშფოთებულია, თუმცა სამომავლო გარიგების შესაძლებლობას სრულად არ გამორიცხავს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ბიტკოინი შემცირდა - აშშ-ის ინფლაციის მონაცემებმა Fed-ის პოლიტიკის გაურკვევლობა გაზარდა
ბიტკოინი 0.5%-ით, 78,217 დოლარამდე შემცირდა მას შემდეგ, რაც ივლისში აშშ-ის PCE ინფლაციამ 3.7%-ზე შეინარჩუნა დონე. მაღალი ინფლაცია Fed-ის მიერ განაკვეთის ზრდის შესაძლებლობას აძლიერებს, რაც ბიტკოინსა და სხვა რისკიან აქტივებზე ზეწოლის ფაქტორი შეიძლება გახდეს. ინვესტორები ასევე Nvidia-ს კვარტალურ შედეგებს ელოდებიან.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Meta 17 მილიარდი დოლარის შეთანხმებას დათანხმდა — კომპანიას არასრულწლოვანთა დაცვის წესების გამკაცრება მოუწევს
Meta 29 შტატის პროკურორებთან 17 მილიარდ დოლარამდე შეთანხმებას დათანხმდა არასრულწლოვანთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეზე. კომპანიას მოუწევს ბავშვებისა და მოზარდებისთვის ეკრანთან გატარებული დროის, ღამის გამოყენებისა და ალგორითმული რეკომენდაციების შეზღუდვა, ასევე ასაკის გადამოწმების სისტემების გამკაცრება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Apple-მა განახლებული Mac mini და Mac Studio წარადგინა, საწყისი ფასები კი გაზარდა
Apple-მა განახლებული Mac mini და Mac Studio წარადგინა ახალი M6, M5 Pro, M5 Max და M5 Ultra ჩიპებით. Mac mini-ის ფასი 899 დოლარიდან, ხოლო Mac Studio-ს 2,499 დოლარიდან დაიწყება. ახალი M6 ჩიპი 2-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით არის დამზადებული, ხოლო ფასების ზრდა ნაწილობრივ მეხსიერების ჩიპების დეფიციტს უკავშირდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ტრამპმა ივნისში SpaceX-ის აქციები შეიძინა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 ივნისს SpaceX-ის 15,001-დან 50,000 დოლარამდე ღირებულების აქციები შეიძინა. ინფორმაცია 12 აგვისტოს ხელმოწერილ ფინანსურ დეკლარაციაშია მითითებული, რომელიც გასულ პარასკევს გამოქვეყნდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ბრაზილიის ცენტრალური ბანკი მოსახლეობის მზარდი დავალიანების შესამცირებლად ზომებს განიხილავს
ბრაზილიის ცენტრალური ბანკი მოსახლეობის მზარდი დავალიანების ფონზე მაკროპრუდენციულ ზომებს განიხილავს. მაისში იპოთეკური სესხების გარეშე შინამეურნეობების დავალიანებამ შემოსავლის 31.1% შეადგინა, მაშინ როდესაც სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელი, დაბალი უმუშევრობისა და მზარდი შემოსავლების მიუხედავად, იზრდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
JPMorgan: აქციების ზრდა წლის ბოლომდე გაგრძელდება
JPMorgan წლის ბოლომდე აქციების მიმართ პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს, თუმცა ფართო ბაზრის მკვეთრი ზრდის ნაცვლად სექტორებს შორის როტაციასა და ეტაპობრივ აღმასვლას ელოდება. ბანკი განსაკუთრებით დადებითად აფასებს Quality Growth კომპანიებს, hyperscaler-ებსა და ნახევარგამტარების სექტორს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Alibaba ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებისთვის $10.2 მილიარდის აქციებს გაყიდის
Alibaba ჰონგ-კონგის ბირჟაზე 80 მილიარდი ჰონგ-კონგური დოლარის, დაახლოებით 10.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციებს გაყიდის. მიღებული თანხა მთლიანად ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოხმარდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ნავთობის გაძვირების შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნების ბირჟებზე აქციების ფასები გაიზარდა
სპარსეთის ყურის ქვეყნების უმეტეს ბირჟაზე აქციების ფასები გაიზარდა. მთავარი მიზეზი ნავთობის გაძვირება იყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სავაჭრო პარტნიორებს ახალი ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა. Brent-ის ფასი პარასკევს ბარელზე 94.39 დოლარს შეადგენდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Anthropic ბირჟაზე გასასვლელად ემზადება და SpaceX-ის რეკორდის მოხსნას გეგმავს
ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic ბირჟაზე გასასვლელად ემზადება და პირველადი საჯარო შეთავაზების მოცულობით SpaceX-ის რეკორდის გამეორებას ან გადაჭარბებას გეგმავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Samsung Electronics შესაძლოა აქციონერებისთვის 100 ტრილიონ ვონზე მეტი ღირებულების პაკეტს მოამზადებდეს
Samsung Electronics შესაძლოა აქციონერებისთვის 100 ტრილიონ ვონზე მეტი ($72 მილიარდი) ღირებულების ანაზღაურების პაკეტს დაამტკიცოს. გეგმის მთავარი ნაწილი სპეციალური ფულადი დივიდენდები იქნება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კომპანიის დირექტორთა საბჭო აგვისტოს ბოლომდე განიხილავს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Alibaba-ს მოგებამ მოლოდინს ვერ მიაღწია, თუმცა AI და Cloud ბიზნესი სწრაფად იზრდება
Alibaba-ს მეორე კვარტლის მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინს მნიშვნელოვნად ვერ მიაღწია, რის გამოც კომპანიის აქციები თითქმის 4%-ით დაეცა. მიუხედავად ამისა, AI და Cloud ბიზნესი სწრაფად იზრდება - Cloud-ის შემოსავალი 45%-ით გაიზარდა, ხოლო AI პროდუქტების შემოსავალი ზედიზედ მე-12 კვარტალია სამნიშნა ტემპით მატულობს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Walmart-ის კვარტალური შედეგები მოლოდინებს აღემატება, თუმცა აშშ-ის გაყიდვების შენელებამ აქციები დააზარალა
Walmart-მა მეორე კვარტალში მოგებისა და შემოსავლის მხრივ ანალიტიკოსების პროგნოზები გადააჭარბა და წლიური პროგნოზიც გაზარდა, თუმცა აშშ-ის მაღაზიებში მოსალოდნელზე სუსტი გაყიდვების ზრდამ ინვესტორები დააფრთხო და აქციების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ბიტკოინი სტაბილურია: ინვესტორები აშშ-ის კრიპტო-რეგულაციების ახალ ნაბიჯებს ელოდებიან
Walmart-მა მეორე კვარტალში მოგებისა და შემოსავლის მხრივ ანალიტიკოსების პროგნოზები გადააჭარბა და წლიური პროგნოზიც გაზარდა, თუმცა აშშ-ის მაღაზიებში მოსალოდნელზე სუსტი გაყიდვების ზრდამ ინვესტორები დააფრთხო და აქციების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Toyota-სა და Honda-ს აქციები გაიზარდა, აშშ კანადურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირებას განიხილავს
Toyota-სა და Honda-ს აქციები გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ კანადაში წარმოებულ ავტომობილებზე ტარიფების შემცირებას განიხილავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Samsung აქციონერებისთვის 72 მილიარდ დოლარამდე თანხის განაწილებას გეგმავს
Samsung Electronics აგვისტოს ბოლოს აქციონერებისთვის ახალი გეგმის გამოცხადებას აპირებს, რომლის საერთო მოცულობაც 100 ტრილიონ ვონს, ანუ დაახლოებით 71.75 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Amazon-ის აქციების ფასი წლის ბოლომდე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს
Amazon-ის აქციების ფასი მეორე კვარტლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა და წლის დასაწყისთან შედარებით დაახლოებით 15%-ით არის მომატებული. The Motley Fool-ის შეფასებით, აქციების გაძვირება შეიძლება კვლავ გაგრძელდეს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ოქროს გაძვირების შემდეგ აზიური ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციები გაიზარდა
აზიაში ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა, მას შემდეგ რაც ოქროს ფასმა ერთ დღეში თითქმის 4.4%-ით მოიმატა და უნციაზე 4,523 დოლარს მიაღწია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროპული აქციები ზეწოლის ქვეშ რჩება: ობლიგაციების მაღალი შემოსავლიანობა ბაზრებს ამუხრუჭებს
ევროპული აქციების ბაზარზე განწყობა ფრთხილი რჩება. მაღალი ობლიგაციების შემოსავლიანობა, ნავთობის გაძვირება და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკები ინვესტორებს რისკიანი აქტივებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
SoftBank-ი 1 ტრილიონი იენის ობლიგაციების რეკორდულ გამოშვებას გეგმავს
SoftBank-ის რეკორდული ობლიგაციების გამოშვება აჩვენებს, რამდენად სწრაფად იზრდება AI ინფრასტრუქტურის დაფინანსების საჭიროება, თუმცა მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და საკრედიტო ბაზარზე გაზრდილი რისკების ფონზე ინვესტორების მოთხოვნის მნიშვნელოვანი ტესტიც იქნება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
უოლ სტრიტზე აქციები ორ კვირაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა
აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსები სამშაბათს ბოლო ორი კვირის მინიმუმამდე დაეცა. ტექნოლოგიური და ჩიპების კომპანიების აქციებზე ზეწოლა გაზრდილმა ობლიგაციების შემოსავლიანობამ მოახდინა, ხოლო აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივის გაუარესებამ ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაზარდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Bernstein-მა Vertex ბიოტექნოლოგიურ სექტორში საუკეთესო საინვესტიციო არჩევანად დაასახელა
საინვესტიციო კომპანია Bernstein-მა Vertex Pharmaceuticals ბიოტექნოლოგიურ სექტორში საუკეთესო საინვესტიციო არჩევანად დაასახელა. ამის მიზეზი კონკურენტი Sionna-ს კლინიკური კვლევის წარუმატებლობა გახდა, რამაც, ანალიტიკოსების შეფასებით, Vertex-ის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Home Depot-მა კვარტალური პროგნოზები გადააჭარბა, კომპანია წლიურ მოლოდინს უცვლელად ტოვებს
Home Depot-მა მეორე კვარტალში ანალიტიკოსების მოლოდინზე უკეთესი შედეგები გამოაქვეყნა - შემოსავალმა $47.86 მილიარდს, კორექტირებულმა EPS-მ კი $4.92-ს მიაღწია. კომპანიამ 2026 წლის ფინანსური პროგნოზი უცვლელად დატოვა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
DLH Holdings-მა აშშ-ის საზღვაო ძალებთან $400-მილიონიან კონტრაქტში ადგილი მოიპოვა
DLH Holdings აშშ-ის საზღვაო ძალების კიბერსივრცის მიმართულებით ტექნიკური მომსახურების კონტრაქტის 29 მთავარ მიმწოდებელს შორის მოხვდა. შვიდ წლამდე ვადით გათვლილი კონტრაქტის საერთო ღირებულების ზედა ზღვარი $400 მილიონია, თუმცა კომპანიის რეალური შემოსავალი ინდივიდუალური შეკვეთების მოპოვებაზე იქნება დამოკიდებული.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Amazon-მა ლუიზიანაში მონაცემთა ცენტრების ინვესტიცია $18 მილიარდამდე გაზარდა
Amazon-მა ჩრდილო-დასავლეთ ლუიზიანაში დაგეგმილი ინვესტიცია $12 მილიარდიდან $18 მილიარდამდე გაზარდა და შრივპორტში მესამე მონაცემთა ცენტრის კამპუსის დამატება დააანონსა. პროექტი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნასა და ენერგეტიკული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Tencent-ის აქციები შემცირდა, ყურადღება ხელოვნურ ინტელექტში გაზრდილ ხარჯებზეა
ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Tencent-ის აქციების ფასი 1.8%-ით შემცირდა და 438.4 ჰონკონგური დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 11%-ით, 204.8 მილიარდ იუანამდე გაიზარდა, ინვესტორების ყურადღება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაზრდილმა ხარჯებმა მიიქცია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Google ჩინეთში Pixel-ის წარმოებას წყვეტს
Google-მა გადაწყვიტა, რომ 2027 წლისთვის ჩინეთში საკუთარი მოწყობილობების წარმოებას სრულად შეაჩერებს. საუბარია არა მხოლოდ Pixel-ის სმარტფონებზე, არამედ ჭკვიან საათებსა და უსადენო ყურსასმენებზეც.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროპული აქციები სტაბილურობას ინარჩუნებს Fed-ის განაკვეთის გადაწყვეტილების მოლოდინში
ევროპული საფონდო ბაზრები ორშაბათს თითქმის უცვლელი დარჩა და რეკორდულ მაჩვენებლებთან ახლოს შენარჩუნდა. ინვესტორების განწყობას მხარს უჭერს აშშ-ის სუსტი ეკონომიკური მონაცემები და ფედერალური რეზერვის მიერ სექტემბერში განაკვეთის უცვლელად დატოვების მზარდი მოლოდინი, თუმცა გეოპოლიტიკური დაძაბულობა ბაზრისთვის რისკად რჩება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
გერმანიის მარეგულირებლის გადაწყვეტილების შემდეგ Apple აპლიკაციების მონაცემთა გამოყენების წესებს შეცვლის
Apple iPhone-სა და iPad-ზე აპლიკაციების მიერ პერსონალური მონაცემების მიზნობრივი რეკლამისთვის გამოყენების წესებს შეცვლის. გერმანიის კონკურენციის უწყებამ დაადგინა, რომ Apple-ის App Tracking Transparency სისტემა კომპანიის საკუთარ აპლიკაციებს მესამე მხარის დეველოპერებთან შედარებით უფრო ხელსაყრელ პირობებში აყენებდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Deutsche Telekom პოლონეთში €1 მილიარდის ღირებულების გარიგებით ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზარზე ძლიერდება
Deutsche Telekom-მა Macquarie Asset Management-თან შეთანხმებას მიაღწია პოლონური Fiberhost-ისა და Inea-ს 100%-იანი წილის შესაძენად. დაახლოებით €1 მილიარდის ღირებულების გარიგება T-Mobile Polska-ს 300 000-ზე მეტ ახალ მომხმარებელსა და 1.4 მილიონ სახლამდე მიმავალ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს შემატებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Alibaba Lingxi Games-ს $1.5 მილიარდად ყიდის
Alibaba Group სათამაშო სტუდია Lingxi Games-ს ყიდის. გარიგების შედეგად კომპანიის ღირებულებამ შესაძლოა 1.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. Bloomberg-ის ინფორმაციით, Lingxi Games-ს აზიური საინვესტიციო კომპანია Trustar Capital შეიძენს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Sandoz-თან შეთანხმების შემდეგ Shanghai Henlius Biotech-ის აქციები გაძვირდა
Shanghai Henlius Biotech-ის აქციების ფასი ორშაბათს 1.2%-ით გაიზარდა და 68.1 ჰონკონგური დოლარი შეადგინა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის დრონებზე ახალი ტარიფების დაწესებამ მწარმოებლების აქციები გაზარდა
დონალდ ტრამპის მიერ დრონებსა და მათ კომპონენტებზე ახალი ტარიფების დაწესების შემდეგ, Unusual Machines-ის აქციები 14%-ით გაიზარდა, ხოლო სხვა ამერიკული დრონების მწარმოებლების ფასიანი ქაღალდებიც მოიმატა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სუსტი აშშ-ის მონაცემები Fed-ის განაკვეთის ზრდის წნეხს ამცირებს
Barclays-ის შეფასებით, აშშ-ის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის შენელება Federal Reserve-ს დამატებითი გამკაცრების საჭიროებას უმცირებს. ბანკი ელოდება, რომ ეს შეაკავებს ობლიგაციების შემოსავლიანობასა და დოლარის გამყარებას და ტექნოლოგიურ აქციებს მხარდაჭერას გაუწევს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Nvidia $500 მილიარდზე მეტი AI ინფრასტრუქტურის დაფინანსების პლატფორმას ქმნის
Nvidia-მ ექვს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით AI ინფრასტრუქტურისთვის $500 მილიარდზე მეტი კერძო კაპიტალის მოზიდვის ინიციატივა დაიწყო, რაც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მზარდ მოთხოვნას ასახავს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Londian Wason-ის საბაზრო ღირებულებამ ნიუ-იორკის ბირჟაზე $2 მილიარდს მიაღწია
ჩინური Londian Wason New Energy Tech-ის აქციებით ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე წარმატებით დაიწყო. პირველივე დღეს კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 2.01 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ში ჩინური კომპანიის ყველაზე მსხვილი IPO გახდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Tapestry-მ მოლოდინს გადააჭარბა და აქციების გამოსყიდვის პროგრამა გააფართოვა
Coach-ის მფლობელმა Tapestry-მ კვარტალური მოგებით ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა, 2027 წლის ოპტიმისტური პროგნოზი წარადგინა და $1.35 მილიარდის აქციების გამოსყიდვის პროგრამა გამოაცხადა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Birkenstock-ის აქციები 5%-ზე მეტით გაიზარდა, კომპანიამ წლიური პროგნოზი გაზარდა
Birkenstock-ის აქციები 5%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოსალოდნელზე მაღალი შემოსავალი დააფიქსირა და 2026 წლის შემოსავლისა და EBITDA-ის პროგნოზები გაზარდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Super Micro Computer-ის აქციები 9%-ზე მეტით გაიზარდა ძლიერი პროგნოზის ფონზე
Super Micro Computer-ის აქციები 9%-ზე მეტით გაიზარდა, რადგან კომპანიამ 2027 წლისთვის მოსალოდნელზე გაცილებით ძლიერი შემოსავლის პროგნოზი გამოაქვეყნა, რაც AI სერვერებზე მზარდ მოთხოვნას ასახავს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Goldman Sachs: Nvidia-ის შედეგებზე ინვესტორები რამდენიმე საკვანძო საკითხს დააკვირდებიან
Goldman Sachs Nvidia-ის 26 აგვისტოს ანგარიშში AI ინფრასტრუქტურის დაფინანსებას, Rubin-ის ჩიპების წარმოების გაფართოებას, მოგების მარჟებსა და CPU-ებზე მოთხოვნას მთავარ საკითხად მიიჩნევს. ბანკი Nvidia-ზე „Buy“ რეიტინგსა და $285-იან სამიზნე ფასს ინარჩუნებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება, ბაზარი ინფლაციის მონაცემებს ელოდება
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები ოთხშაბათს გაიზარდა, თუმცა ბაზრის მთავარი ყურადღება ივლისის CPI-ის მონაცემებზეა. მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია შესაძლოა Fed-ის განაკვეთის ზრდის მოლოდინს გააძლიეროს, ხოლო სუსტი მონაცემები - სექტემბერში განაკვეთის შენარჩუნების ალბათობას გაზარდოს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Deutsche Bank-მა კიბერუსაფრთხოების სექტორში ფავორიტი დაასახელა
Deutsche Bank-ის შეფასებით, კიბერუსაფრთხოების სექტორში ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო კომპანია Palo Alto Networks-ია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Jefferies-მა Apple-ის აქციები „Underperform“-ზე შეამცირა
Jefferies-მა Apple-ის რეიტინგი „Underperform“-ზე შეამცირა მას შემდეგ, რაც მიწოდების ჯაჭვის შემოწმებამ კომპანიის სრულად მინის iPhone-ის გაუქმების შესახებ მიუთითა. გადაწყვეტილებამ Apple-ის პრემიუმ ფასების ზრდის პერსპექტივაზე კითხვები გააჩინა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ომანის სანაპიროსთან 390 კვადრატულ კილომეტრზე ნავთობის დაღვრა დაფიქსირდა
ომანის სანაპიროსთან სანქცირებული ტანკერის დაზიანების შედეგად დაახლოებით 390 კვადრატულ კილომეტრზე ნავთობის დაღვრა დაფიქსირდა. დაღვრა კვლავ ვრცელდება და ეკოლოგიური ზიანის რისკს ზრდის.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპული აქციები რეკორდულ ნიშნულებთან ახლოს სტაბილურობს, ნავთობის ზრდა კი ბაზარს ზღუდავს
ევროპული აქციები რეკორდულ ნიშნულებთან ახლოს სტაბილურდება, თუმცა ნავთობის გაძვირება და ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული გაურკვევლობა ბაზრის ზრდას ზღუდავს. ინვესტორების ყურადღება ასევე Volkswagen-ის მასშტაბურ რესტრუქტურიზაციასა და აშშ-ის სუსტი დასაქმების მონაცემების გავლენაზეა გადატანილი.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ის ფიუჩერსები მცირედით გაიზარდა, ინვესტორები ინფლაციის მონაცემებს ელოდებიან
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები ორშაბათს გაიზარდა, თუმცა ინვესტორები ფრთხილობენ ახლო აღმოსავლეთში არსებული გაურკვევლობისა და სუსტი დასაქმების მონაცემების გამო. ბაზრის შემდეგი მთავარი ტესტი ოთხშაბათის ინფლაციის ანგარიში იქნება, რომელმაც შესაძლოა ფედერალური რეზერვის მომავალი საპროცენტო პოლიტიკა განსაზღვროს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Maruti Suzuki ინდოეთში ავტომობილებზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას ელოდება
Maruti Suzuki-ის ვარაუდით, 2030-31 ფისკალური წლისთვის ინდოეთში სამგზავრო ავტომობილების წლიური გაყიდვები 6.1-6.3 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Meta-ს მზარდი ხარჯები ინვესტორებში კითხვებს აჩენს
Meta Platforms-მა მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა, რამაც ინვესტორების ყურადღება მიიპყრო.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ბირთვული ენერგიის ორი საინტერესო კომპანია ინვესტორებისთვის
ენერგიაზე მზარდი მოთხოვნისა და კლიმატური მიზნების ფონზე, ბირთვული ენერგეტიკა გლობალურ პოლიტიკაში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
SpaceX-ის შემოსავალი 92%-ით გაიზარდა
SpaceX-ის შემოსავალმა მეორე კვარტალში 7.81 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 92%-ით მეტია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Uber მსოფლიოში უმსხვილესი რობოტაქსების პლატფორმის შექმნას გეგმავს
Uber მსოფლიოში ავტონომიური ტრანსპორტის ყველაზე დიდი პლატფორმის შექმნას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ წელს Uber-ის აქციების ფასი შემცირდა, კომპანიის ძირითადი მაჩვენებლები კვლავ იზრდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
უორენ ბაფეტის გაკვეთილი ხელოვნური ინტელექტის ინვესტორებისთვის
ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამ სფეროში მოქმედი ყველა კომპანია მომგებიანი იქნება. უორენ ბაფეტი ამის საილუსტრაციოდ ავიაციის ინდუსტრიას ასახელებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Anthropic-ი ნორვეგიაში მონაცემთა ცენტრით სარგებლობისთვის 10 მილიარდ დოლარს გადაიხდის
ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-მა ინფრასტრუქტურულ სტარტაპ Volta Infra-სთან ექვსწლიანი, 10 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Unitree შანხაის ბირჟაზე აქციების განთავსებისთვის ემზადება
ჩინური რობოტექნიკის კომპანია Unitree Technology შანხაის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებისთვის ემზადება. ვარაუდობენ, რომ კომპანიის საბაზრო ღირებულება 7,4 მილიარდ დოლარს, ანუ 50 მილიარდ იუანს გადააჭარბებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Wall Street ახალ რეკორდზე ავიდა – ბაზრებს ახლო აღმოსავლეთიდან ოპტიმისტური სიგნალები ამყარებს
აშშ-ის საფონდო ბაზარი სამშაბათს ზრდით გაიხსნა და ახალი ისტორიული მაქსიმუმები დააფიქსირა. ინვესტორთა განწყობა გააუმჯობესა ნავთობის ფასებისა და აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებამ, რაც ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ პოზიტიურმა ცნობებმა გამოიწვია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
JPMorgan-მა Nike-ის აქციების რეკომენდაცია შეამცირა
JPMorgan-მა Nike-ის აქციების რეიტინგი Neutral-დან Underweight-მდე შეამცირა და გააფრთხილა, რომ კომპანიის რესტრუქტურიზაციის გავლენა მოგებაზე 2028 ფინანსურ წლამდეც გაგრძელდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Hugo Boss-მა მოგების მოლოდინს გადააჭარბა
Hugo Boss-მა მეორე კვარტალში ანალიტიკოსების პროგნოზზე მაღალი მოგება აჩვენა, რასაც გაუმჯობესებული მარჟები და ხარჯების შემცირება დაეხმარა, მიუხედავად გაყიდვების კლებისა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ნავთობის გაიაფებამ საკრუიზო კომპანიების აქციები გააძვირა
ნავთობის ფასების მკვეთრმა შემცირებამ Carnival-ისა და Royal Caribbean-ის აქციების ზრდას შეუწყო ხელი. საწვავი საკრუიზო კომპანიების ერთ-ერთი მთავარი ხარჯია, ამიტომ მისი გაიაფება მათ ფინანსურ შედეგებზე პირდაპირ აისახება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Tyson Foods-მა მოგების პროგნოზი შეამცირა
Tyson Foods-მა 2026 წლის მოგების პროგნოზი შეამცირა და განაცხადა, რომ მსხვილფეხა საქონლის დეფიციტისა და მაღალი ხარჯების გამო საქონლის ხორცის ბიზნესში ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Capital Economics: ხელოვნური ინტელექტის აქციების ვარდნა ბრიტანეთის ბაზარზე შედარებით ნაკლებ გავლენას მოახდენს
Capital Economics-ის შეფასებით, თუ ხელოვნური ინტელექტის სფეროში აქციების ფასი მკვეთრად დაეცემა, აღნიშნული ბრიტანეთის საფონდო ბაზარზე სხვა წამყვან ბაზრებთან შედარებით ნაკლებად აისახება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
The Motley Fool: Reddit-ის აქციების ვარდნა შესაძლოა ინვესტორებისთვის შესაძლებლობად იქცეს
Reddit-ის აქციები ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ერთ დღეში 21%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, საინვესტიციო გამოცემა The Motley Fool მიიჩნევს, რომ ფასის მკვეთრმა კლებამ გრძელვადიანი ინვესტორებისთვის საინტერესო შესაძლებლობა შექმნა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Nike ჩინეთში გაყიდვების სტრატეგიას ცვლის
Nike ჩინეთში პარტნიორი კომპანიების მეშვეობით გაყიდვებს ამცირებს. კომპანიის მიზანია, ხშირი ფასდაკლებები შეზღუდოს, ბრენდის პოზიციები გააძლიეროს და გაყიდვებიდან მიღებული მოგება გაზარდოს. ცვლილების გამო Nike-მა შესაძლოა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგოს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Franklin Resources-ის კრიპტოსტრატეგია ახალი ფინანსური ანგარიშის წინ
Franklin Resources-ი მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს, ინვესტორების ყურადღება კი კომპანიის ციფრული აქტივების მიმართულებაზეა მიპყრობილი, განსაკუთრებით დააკვირდებიან, შეძლო თუ არა კომპანიამ Western Asset Management-იდან კაპიტალის გადინების გავლენის შემცირება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Airbus-მა ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, თუმცა აქციები შემცირდა
Airbus-მა მეორე კვარტალში შემოსავლებისა და მოგების მკვეთრი ზრდა აჩვენა და 2026 წლის პროგნოზი უცვლელად დატოვა, თუმცა ინვესტორების ფრთხილი განწყობის ფონზე კომპანიის აქციები ვაჭრობის დაწყებისას 2.5%-ით დაეცა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Microsoft-ის აქციები ძლიერი პროგნოზისა და AI ხარჯების უცვლელად დატოვების ფონზე 8%-ით გაიზარდა
Microsoft-ის აქციები პრემარკეტზე 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოსალოდნელზე ძლიერი ფინანსური შედეგები და მიმდინარე კვარტლის ოპტიმისტური პროგნოზი წარადგინა, ხოლო AI ინფრასტრუქტურაში დაგეგმილი ინვესტიციები უცვლელად დატოვა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
BMW-ის კვარტალური მოგება 35%-ით შემცირდა
BMW-მ მეორე კვარტალში მოგებისა და შემოსავლების კლება დააფიქსირა, რაც ჩინეთში გამწვავებულმა კონკურენციამ, აშშ-ის ტარიფებმა და სავალუტო კურსების ცვლილებამ გამოიწვია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
WESCO-მ მეორე კვარტალში მოლოდინს გადააჭარბა
WESCO-მ მეორე კვარტალში ანალიტიკოსების პროგნოზებზე მაღალი მოგება და შემოსავალი გამოაცხადა, რის შედეგადაც კომპანიამ მოლოდინს ორივე ძირითად ფინანსურ მაჩვენებელში გადააჭარბა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Meta-ს აქციები 8%-ზე მეტით დაეცა სუსტი მოგებისა და პროგნოზის გამო
Meta Platforms-ის აქციები პრემარკეტზე 8%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეორე კვარტალში ანალიტიკოსების მოლოდინზე დაბალი მოგება გამოაცხადა და მესამე კვარტლის შემოსავლების პროგნოზმაც ბაზრის მოლოდინი ვერ გაამართლა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Mercedes: ჩინეთის ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება სულ უფრო რთულდება
Mercedes-Benz-ის ხელმძღვანელი ოლა კალენიუსი ამბობს, რომ ჩინეთის ავტომობილების ბაზარზე ფასების გამო დაპირისპირება კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
AerCap-ის აქციები ძლიერი კვარტალური შედეგებისა და გაუმჯობესებული პროგნოზის ფონზე გაიზარდა
მსოფლიოს უმსხვილესი ავიალაინერების ლიზინგის კომპანიის, AerCap-ის აქციები პრემარკეტზე 3.5%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და 2026 წლის მოგების პროგნოზი გააუმჯობესა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
iPhone-ის ფასების უცვლელობამ Apple-ს გაყიდვები გაზრდა
Apple-ის გადაწყვეტილებამ, არ გაეძვირებინა iPhone-ები, კომპანიას ბოლო ხუთი წლის საუკეთესო ივნისის კვარტლის გაყიდვების ზრდის მიღწევაში დაეხმარა. ახლა ინვესტორები აკვირდებიან, რამდენ ხანს შეძლებს ტექნოლოგიური გიგანტი ფასების უცვლელად შენარჩუნებას.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
GlobalFoundries-ის აქციები CHIPS Act-ის $300-მილიონიანი დაფინანსების მოლოდინში 9%-ზე მეტით გაიზარდა
GlobalFoundries-ის აქციები პრემარკეტზე 9.5%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტთან $300 მილიონიანი დაფინანსების შესახებ განზრახვის წერილის გაფორმება გამოაცხადა. ინვესტორები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი კომპანიის პოზიციებს AI ინფრასტრუქტურის განვითარებაში კიდევ უფრო გააძლიერებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Boston Scientific-ის აქციები ძლიერი კვარტალური შედეგების შემდეგ გაიზარდა
Boston Scientific-ის აქციები პრემარკეტზე 2%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა როგორც მოგების, ისე შემოსავლების მიმართულებით და მასშტაბური რესტრუქტურიზაციის გეგმაც წარადგინა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის სექტორის აქციები: Nvidia, Micron, AMD და Tesla
ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს შორის Micron Technology-ის აქციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად, 710.5%-ით გაძვირდა. AMD-ის აქციების ფასი 185%-ით გაიზარდა, Nvidia-სი 11.3%-ით, ხოლო Tesla-ს აქციები 5%-ით გაიაფდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
UPS-მა წლიური შემოსავლის პროგნოზი გაზარდა Amazon-ზე დამოკიდებულების შემცირების შემდეგ
UPS-მა 2026 წლის შემოსავლის პროგნოზი გაზარდა, რადგან კომპანიამ Amazon-ზე დამოკიდებულება შეამცირა და უფრო მომგებიან გადაზიდვებზე გადაიტანა ყურადღება. ხარჯების შემცირების პროგრამისა და გაუმჯობესებული ოპერაციული ეფექტიანობის ფონზე, კომპანიამ შემოსავლების ზრდის მოლოდინი გააუმჯობესა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ჩინეთის DUV ტექნოლოგიის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩიპების სექტორის აქციებზე იმოქმედა
ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიების აქციები ორშაბათს შემცირდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შანხაიში დაფუძნებულმა კომპანიამ ადგილობრივი წარმოების DUV ლითოგრაფიული აპარატების მასობრივი წარმოება დაიწყო.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Wolfe Research-მა სამი რჩეული აქცია დაასახელა
Wolfe Research-ის შეფასებით, მეორე კვარტლის ანგარიშების გამოქვეყნებამდე სექტორში ყველაზე საინტერესო კომპანიები MSCI, S&P Global და Moody’s არიან.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Nvidia-ს აქციების ფასის ოთხჯერ ზრდას პროგნოზირებენ
Nvidia-ს აქციის ფასი მომდევნო ოთხ წელიწადში შესაძლოა თითქმის ოთხჯერ გაიზარდოს, თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მონაცემთა ცენტრებზე ხარჯებიც მნიშვნელოვნად მოიმატებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ტარიფების ზრდის შემდეგ Shein-მა კვარტალი 99-მილიონიანი ზარალით დაასრულა
Shein-მა 2026 წლის პირველ კვარტალში 99 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო. კომპანიის განმარტებით, ამის მთავარი მიზეზი აშშ-ში გაყიდვების შემცირება იყო.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
რომელ აქციას აირჩევდა ინვესტორი, პორტფელს 500 დოლარით რომ იწყებდეს
The Motley Fool-ის ავტორის, ჯეიმს ბრამლის შეფასებით, ინვესტირება ხელახლა რომ დაეწყო და მხოლოდ 500 დოლარი ჰქონოდა, არჩევანს Alphabet-ის აქციებზე გააკეთებდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Palantir-ის აქციები გაიზარდა - აშშ-ის სააგენტომ სამხედრო სადაზვერვო სისტემის ტენდერი გააუქმა
Palantir Technologies-ის აქციები პრემარკეტზე გამყარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ სამხედრო ხელოვნური ინტელექტის სისტემასთან დაკავშირებული ტენდერი კომპანიის პროტესტის შემდეგ გააუქმა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Volkswagen-ის აქციები დაეცა – კომპანიამ მოგების შემცირების შემდეგ წლიური პროგნოზი გააუარესა
Volkswagen-ის მეორე კვარტლის შედეგები ანალიტიკოსების მოლოდინზე სუსტი აღმოჩნდა. კომპანიამ ასევე შეამცირა 2026 წლის შემოსავლების პროგნოზი, თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შედეგებზე ერთჯერადმა ხარჯებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
OpenAI-ის ახალი ფუნქციის წარდგენის შემდეგ Teladoc-ისა და GoodRx-ის აქციების ფასი შემცირდა
Teladoc-ისა და GoodRx-ის აქციების ფასი მას შემდეგ შემცირდა, რაც OpenAI-მ ChatGPT-ში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი ფუნქცია წარადგინა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირმა Paramount Skydance-ის მიერ Warner Bros. Discovery-ის შეძენა დაამტკიცა
ევროკომისიამ Paramount Skydance-ს Warner Bros. Discovery-ის 110 მილიარდ დოლარად შეძენის უფლება მისცა, თუმცა კომპანიას რამდენიმე პირობის შესრულება მოუწევს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Airbus-ის აქციები 7%-ით გაიზარდა – კომპანიამ €5 მილიარდიანი აქციების გამოსყიდვის პროგრამა წარადგინა
ევროპული ავიაკოსმოსური გიგანტის აქციები მნიშვნელოვნად გაძვირდა მას შემდეგ, რაც Airbus-მა 5 მილიარდი ევროს ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა და 2029 წლისთვის უფრო მაღალი მოგების მიზანი გამოაცხადა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
S&P 500 ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა
S&P 500-ის ინდექსი ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა, რაც ბაზრის შესაძლო ვარდნასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. უორენ ბაფეტის შეფასებით, აქციების ფასები დღეს დიდწილად მომავალ მოლოდინებს ეფუძნება და არა კომპანიების რეალურ შედეგებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Wells Fargo-მ Lululemon-ის პროგნოზი შეამცირა
Lululemon-ის აქციები პრემარკეტზე დაეცა მას შემდეგ, რაც Wells Fargo-მ კომპანიის ფინანსური პროგნოზები შეამცირა. ბანკი ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში გაყიდვების შენელებასა და ბრენდის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Morgan Stanley-მ Adobe-სა და Workday-ის აქციებზე ნეგატიური შეფასება გასცა
Morgan Stanley-მ პროგრამული უზრუნველყოფის სექტორზე პოზიტიური ხედვა შეინარჩუნა, თუმცა Adobe-სა და Workday-ის აქციების შეფასება შეამცირა. ბანკის შეფასებით, ორივე კომპანია AI-ზე გადასვლის პროცესში მოკლევადიანი ზრდის გამოწვევების წინაშე დგას.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - ინვესტორები ტექნოლოგიურ შემოსავლებსა და AI სექტორს აკვირდებიან
აშშ-ის საფონდო ინდექსების ფიუჩერსები სამშაბათს გაიზარდა, რასაც ჩიპების მწარმოებელი კომპანიების აქციების აღდგენა დაეხმარა. ბაზრის მთავარი ყურადღება ამ კვირაში ტექნოლოგიური კომპანიების კვარტალურ ანგარიშებზეა გადატანილი.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ოქროს ფასი გაიზარდა - ინვესტორები ახლო აღმოსავლეთის ვითარებას აკვირდებიან
ოქროს ფასი სამშაბათს გაიზარდა, რადგან ინვესტორები აშშ-ირანის კონფლიქტის დეესკალაციის მცდელობებს აკვირდებიან. ბაზარი ასევე აფასებს, როგორ შეიძლება გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა და ნავთობის ფასებმა გავლენა მოახდინოს ფედერალური რეზერვის საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკაზე.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ტრამპმა ალუმინის იმპორტზე ტარიფების ცვლილებას მოაწერა ხელი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალუმინის იმპორტზე მოქმედი ტარიფების შეცვლის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
5 კომპანია, რომელიც ნახევარგამტარების ინდუსტრიაში ლიდერობს
ხელოვნური ინტელექტის განვითარება საფონდო ბირჟაზე ნახევარგამტარების სექტორის მიმართ ინტერესს ზრდის. ამ მიმართულებით კომპანიები ტრილიონობით დოლარს ხარჯავენ და მიუხედავად აქციების პერიოდული ვარდნისა, ახალი მონაცემთა ცენტრებისა და ჩიპების წარმოებაში ინვესტიციები გრძელდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Nvidia-სა და Micron-ის აქციების გაიაფება ინვესტორების ინტერესს ზრდის
2026 წლის ივლისში ხელოვნური ინტელექტის სექტორის რამდენიმე მსხვილი კომპანიის აქციები 12%-დან 30%-მდე გაიაფდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
უორენ ბაფეტი: კარგი აქციების პოვნა სულ უფრო რთულდება
საფონდო ბირჟის ზრდის მიუხედავად, უორენ ბაფეტი მიიჩნევს, რომ მომგებიანი აქციების პოვნა სულ უფრო რთულდება. მისი შეფასებით, ბევრი კომპანიის ფასი ზედმეტად მაღალია და ბაზარზე ხელსაყრელი შესაძლებლობები იშვიათად ჩნდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Tesla-ს გაყიდვები გაიზარდა, თუმცა ინვესტორების ყურადღება ხელოვნურ ინტელექტზეა
Tesla-მ მეორე კვარტალში 480,126 ავტომობილი გაყიდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე 18%-ით მეტია. ეს კომპანიისთვის 2023 წლის მესამე კვარტლის შემდეგ გაყიდვების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Prada, Michael Kors და Alaïa მაღალი მოდის ყველაზე პოპულარულ ბრენდებს შორის არიან
Bank of America-ს უახლესი კვლევის მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტალში მაღალი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ძლიერი პოზიციები Prada-ს, Michael Kors-სა და Alaïa-ს აქვთ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Bank of America ევროპული აქციების ფასების შემცირებას პროგნოზირებს
Bank of America-ს შეფასებით, წლის მეოთხე კვარტლის დასაწყისისთვის ევროპული აქციების ფასები შესაძლოა 5%-ზე მეტით შემცირდეს. ანალიტიკოსები ამას კომპანიების მოგების მიმართ არსებული მაღალი მოლოდინებით ხსნიან.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Netflix-ის აქციები პროგნოზზე სუსტი მოლოდინების გამო დაეცა
Netflix-ის აქციები გაფართოებულ ვაჭრობაში დაახლოებით 4%-ით შემცირდა, რადგან კომპანიის მესამე კვარტლის შემოსავლებისა და მოგების პროგნოზმა უოლ სტრიტის მოლოდინს ვერ მიაღწია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Alphabet-ის აქციები დაეცა Gemini 3.5 Pro-ს გამოშვების დაგვიანების შემდეგ
Bloomberg-ის ინფორმაციით, Google-ის ახალი ფლაგმანური AI მოდელის, Gemini 3.5 Pro-ს, გამოშვება რამდენიმე თვით გადაიდო. სიახლემ Alphabet-ის აქციები 2.3%-ით შეამცირა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Stripe და Advent International PayPal-ის შეძენას გეგმავენ
Reuters-ის ინფორმაციით, Stripe-მა და Advent International-მა PayPal-ის შესაძენად ერთობლივი შეთავაზება გააკეთეს, რომელიც კომპანიას 53 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებს. სიახლემ PayPal-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში 20%-ზე მეტით გაზარდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Alibaba-ის აქციები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა Apple Intelligence-ის გაშვება დაამტკიცა
ჩინეთის მარეგულირებელმა Apple-ის ხელოვნური ინტელექტის სისტემა დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში Alibaba-ის Qwen AI მოდელზე იმუშავებს. სიახლემ Alibaba-ის აქციები 5%-ით, ხოლო Apple-ის თითქმის 1%-ით გაზარდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Bernstein ნახევარგამტარების სექტორში Montage Technology-ს გამოარჩევს
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნაც სწრაფად იზრდება. აღნიშნულით განსაკუთრებით ჩინური კომპანია Montage Technology სარგებლობს. მას Bernstein-ის ანალიტიკოსები ნახევარგამტარების სექტორში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საინვესტიციო ვარიანტად მიიჩნევენ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Watches of Switzerland-ის შემოსავალი გაიზარდა
Watches of Switzerland Group-ის შემოსავალმა 1.83 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მიაღწია. აღნიშნული შედეგი წინა წელთან შედარებით 11%-იანი ზრდაა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ხელოვნური ინტელექტის განვითარება ენერგეტიკულ კომპანიებზე მოთხოვნას ზრდის
ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიასა და მონაცემთა ცენტრების მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნაც, ამიტომ ენერგეტიკული კომპანიები ინვესტორების ყურადღებას სულ უფრო მეტად იქცევენ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
სამი გამორჩეული დივიდენდური აქცია 2026 წლისთვის
ბაზარზე ბევრი ცნობილი კომპანიის აქცია უკვე საკმაოდ გაძვირებულია, ამიტომ ანალიტიკოსები შედარებით ნაკლებად ცნობილ კომპანიებსაც აკვირდებიან. მათ შორის გამოირჩევა სამი სამომხმარებლო სექტორის კომპანია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
გეოპოლიტიკური დაძაბულობა ინვესტორებს სტრატეგიის შეცვლას აიძულებს
გეოპოლიტიკური დაძაბულობა და მაღალი ინფლაცია ინვესტორებს ახალ საინვესტიციო სტრატეგიებზე გადასვლას აიძულებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ბაზრებზე რისკებს ზრდის
ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ბაზრებზე სულ უფრო დიდ როლს იკავებს. Bernstein-ის შეფასებით, ის ვაჭრობას უფრო ეფექტიანს ხდის, თუმცა, ამასთან ერთად, ახალი რისკებიც ჩნდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Citi-ს რჩეული აქციები ხელოვნური ინტელექტის სფეროში
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა მონაცემების შენახვისა და დამუშავებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე. Citi-მ ამ მიმართულებით სამი კომპანია გამოარჩია: MongoDB, Snowflake და Palantir.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამო ევროპული აქციები იაფდება
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირების გამწვავებამ ევროპულ საფონდო ბირჟებზე ვითარება შეცვალა. ნავთობის გაძვირების გამო კვლავ გაიზარდა ინფლაციის ზრდის რისკი.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Citi-ს რჩეული აქციები ბიოტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკის სექტორში
ბიოტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკის სექტორის მიმართ ინვესტორთა ინტერესი კვლავ იზრდება. Citi-ის ანალიტიკოსი პატრიკ დონელი 2026 წლის მეორე ნახევარში სექტორის გაძლიერებას ელოდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Morgan Stanley ფორმულა 1-ის აქციების ზრდას ელოდება
Morgan Stanley-მ Liberty Formula One მედიისა და გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საინვესტიციო არჩევანად დაასახელა. ბანკის შეფასებით, ფორმულა 1-ს ზრდის დიდი შესაძლებლობა აქვს აშშ-სა და ჩინეთში, სადაც ეს სპორტი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ათვისებული.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Amazon-მა 25 მილიარდი დოლარის ობლიგაციები გაყიდა
Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების დასაფინანსებლად 25 მილიარდი დოლარი მოიზიდა. კომპანია მიღებულ თანხას ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოახმარს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ციფრული ფინანსების 4 აქცია, რომლებსაც ანალიტიკოსები აკვირდებიან
ციფრული ფინანსების სექტორი ინვესტორებისთვის კვლავ ერთ-ერთ აქტიურ მიმართულებად რჩება. William Blair-ის ანალიტიკოსები ამ ბაზარზე ოთხ კომპანიას გამოყოფენ: Affirm-ს, Chime-ს, Block-სა და Dave-ს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Saipem-მა ინდონეზიაში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა
იტალიური ენერგეტიკული კომპანია Saipem ინდონეზიაში ბუნებრივი აირის ახალი საბადოს განვითარების პროექტში ჩაერთვება. კომპანიის მიერ მიღებული კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
AMD-ის აქციების ფასი რეკორდულად გაიზარდა
AMD-ის აქციების ფასი ბოლო ერთ წელში 300%-ზე მეტით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მიუხედავად ასეთი ზრდისა, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე კომპანიას დამატებითი შესაძლებლობები ისევ აქვს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
SK Hynix აშშ-ის ბირჟაზე აქციების განთავსებას იწყებს
SK Hynix აშშ-ის საფონდო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარიგებას ამზადებს. კომპანია ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მეხსიერების ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნით სარგებლობს და ინვესტორების წრის გაფართოებას ცდილობს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროპული თავდაცვის კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა
ევროპული თავდაცვის კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. ბაზარზე დადებითი მოლოდინი ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან სამხედრო ხარჯების ზრდამ და ახალი შეკვეთების მოლოდინმა გააძლიერა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Morgan Stanley ევროპულ ენერგოსექტორში Galp-ს გამოარჩევს
ნავთობის გაიაფების მოლოდინში Morgan Stanley ინვესტორებს ევროპულ ენერგოსექტორში პორტფელის გადახედვას ურჩევს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Nano Nuclear Energy-ის აქციები: მოლოდინები და რისკები
Nano Nuclear Energy (NNE) ბირთვული ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ახალი კომპანიაა, რომელიც მიკრორეაქტორების შექმნასა და კომერციულ გამოყენებაზე მუშაობს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Intuitive Machines-ის აქციები NASA-სგან $148.3 მილიონიანი კონტრაქტის მიღების შემდეგ გაიზარდა
Intuitive Machines-ის აქციები 7.4%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ NASA-სგან მთვარეზე Nova-C ლენდერის მისაწოდებლად 148.3 მილიონ დოლარამდე ღირებულების კონტრაქტი მიიღო. ეს კომპანიისთვის CLPS პროგრამის ფარგლებში უკვე მეექვსე გამარჯვებული ტენდერია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს ეწვევა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი 2-3 ივლისს სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს ეწვევა. მხარეები ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ და რამდენიმე ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
KKR EDF-ის განახლებადი ენერგიის ბიზნესს ყიდულობს
KKR ჩრდილოეთ ამერიკაში განახლებადი ენერგიის მიმართულებას აფართოებს. საინვესტიციო კომპანია EDF-ის აშშ-სა და კანადაში არსებულ ქარის, მზის და ენერგიის შენახვის აქტივებს 4.2 მილიარდ დოლარად შეიძენს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
სამხრეთ კორეა Google-ს ანტიმონოპოლიური წესების დარღვევაში ადანაშაულებს
სამხრეთ კორეის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ Google-ის წინააღმდეგ საქმის შესწავლა დაასრულა, რის შედეგადაც ტექნოლოგიურ გიგანტს მრავალმილიარდიანი ჯარიმა ემუქრება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Aehr Test Systems-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა: კომპანია ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე მკვიდრდება
როგორ მოახერხა მცირე ტექნოლოგიურმა კომპანიამ ერთ წელიწადში აქციების ღირებულების თითქმის 680%-იანი ზრდა და რა როლს ასრულებს ის ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში?
მარიამ ქადარიაწაიკითხე
BMW-ს გაყიდვები და მოგება ჩინეთში მკვეთრად მცირდება
ჩინეთის ბაზარზე შექმნილი სირთულეების გამო, გერმანული ავტომწარმოებლის - BMW -ის გაყიდვები და შემოსავლები მნიშვნელოვნად იკლებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Howmet-ისა და TransDigm-ის აქციებზე ინტერესი იზრდება
საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიაში ინვესტორები ყურადღებას Howmet Aerospace-სა და TransDigm Group-ზე ამახვილებენ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ტექნოლოგიური აქციების ფასები იცვლება: სამი კომპანია ხელოვნური ინტელექტის სექტორიდან
ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, რაც ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასები მკვეთრად შემცირდა
კრიპტოვალუტის ბაზარზე ტრეიდერები აქტივების კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას პროგნოზირებენ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Energy Transfer-ის აქციები: მუდმივი შემოსავლის შესაძლებლობები და ფინანსური მაჩვენებლები
ამერიკული ენერგეტიკული კომპანია Energy Transfer (ET), რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი მილსადენების ოპერატორია, ინვესტორებისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროდ მიიჩნევა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Broadcom-ისა და AMD-ის აქციებზე ინტერესი იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე ინვესტორების ყურადღება ისევ მაღალია, თუმცა აქცენტი უფრო სტაბილურ კომპანიებზე გადადის. ამ მხრივ Broadcom და AMD ნახევარგამტარების სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეებად რჩებიან.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
SpaceX-ის აქციებზე მოთხოვნა გაიზარდა
SpaceX-ის ბირჟაზე გამოსვლამ რიგითი ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. კომპანიის აქციები Nasdaq-ზე SPCX სიმბოლოთი განთავსდა და პირველივე დღეს საწყის ფასზე მაღლა დაიხურა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Ares Capital-ის ოფციონებით ვაჭრობა გააქტიურდა
Ares Capital-ის მიმართ ინვესტორების ინტერესი გაიზარდა. ბირჟის მონაცემებით, ნიუ-იორკის დროით 14:01 საათისთვის Ares Capital-ის ოფციონებზე 21,788 კონტრაქტი დაფიქსირდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
როგორ მივიღოთ მუდმივი შემოსავალი HDV ფონდიდან
საინვესტიციო ფონდი iShares Core High Dividend ETF (HDV) ინვესტორებს ისეთი კომპანიების აქციებს სთავაზობს, რომლებიც მაღალი დივიდენდებითა და ფინანსური სიმყარით გამოირჩევიან.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ტექნოლოგიური სექტორი ზეწოლის ქვეშ - Nasdaq-ის ფიუჩერსები მკვეთრად დაეცა
Nasdaq-ის ფიუჩერსები თითქმის 3%-ით დაეცა, რადგან ინვესტორები ფედის მოსალოდნელ საპროცენტო ზრდებსა და AI სექტორში ვალით დაფინანსებული ინვესტიციების მასშტაბებზე შეშფოთდნენ. ტექნოლოგიური გიგანტებისა და ჩიპმწარმოებლების აქციები მკვეთრად შემცირდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Puma-ს აქციები Bernstein-ის ნეგატიური პროგნოზის ფონზე დაეცა
Puma-ს აქციები 4.5%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც Bernstein-მა კომპანიის მეორე კვარტლისა და წლიური ფინანსური პროგნოზები გააუარესა. ანალიტიკოსები გაყიდვების შემცირებასა და ზარალს ელოდებიან, განსაკუთრებით აშშ-ის ბაზარზე არსებული სირთულეების გამო.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ოქროს ფასი დაეცა ძლიერი დოლარისა და ფედის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინის ფონზე
ოქროს ფასი 1.5%-ით შემცირდა, რადგან ძლიერი დოლარი და ფედის მიერ განაკვეთების ზრდის მოლოდინი ზეწოლას ახდენს ძვირფას ლითონზე. ინვესტორები ასევე აკვირდებიან აშშ-ირანის მოლაპარაკებებსა და მოსალოდნელ ინფლაციურ მონაცემებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
McDonald’s-ის აქციების ფასი შემცირდა
მიმდინარე წელს McDonald’s-ის აქციების ფასი დაახლოებით 11%-ით შემცირდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
სამი საიმედო აქცია გრძელვადიანი შემოსავლისთვის
გრძელვადიანი ინვესტირება მოითხოვს ისეთი ბიზნესების შერჩევას, რომლებიც ბაზრის რყევების მიუხედავად, სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფენ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Palantir-ის აქციები შემცირდა
Palantir ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის სექტორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომპანიად იქცა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი აქციების ფასი 38%-ით შემცირდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
SpaceX-ის აქციების ფასი, შესაძლოა, 150-160 დოლარამდე გაიზარდოს
ილონ მასკის კომპანიის, SpaceX-ის, საფონდო ბაზარზე გამოჩენამ ინვესტორებში დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა 2026 წლის ბოლომდე აქციების ღირებულება რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
რატომ ურჩევს უორენ ბაფეტი ინვესტორებს S&P 500-ში ფულის დაბანდებას
უორენ ბაფეტი წლებია ამტკიცებს, რომ ინვესტორების უმეტესობისთვის ყველაზე გონივრული არჩევანი S&P 500-ის ინდექსის მიხედვით მოქმედი დაბალხარჯიანი ფონდებია.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ბიტკოინის ფასი 62 700 დოლარამდე შემცირდა
ბიტკოინის ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა და 62 687 დოლარი შეადგინა. შედეგად, კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ღირებულება ჯამში 2.8%-ით არის შემცირებული.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ტრამპის პორტფელში ხელოვნური ინტელექტისა და თავდაცვის სექტორის კომპანიები ჭარბობს
დონალდ ტრამპის 2026 წლის პირველი კვარტლის საინვესტიციო პორტფელის მიხედვით, მისი ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნური ინტელექტისა და თავდაცვის ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Hyperliquid კრიპტობაზარზე ერთ-ერთ დიდ მოთამაშედ იქცა
Hyperliquid კრიპტობაზარზე დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პლატფორმად ითვლება. პროექტი მცირე გუნდმა შექმნა, თუმცა მისი სავაჭრო მოცულობა უკვე ტრილიონობით დოლარს აღწევს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Apple და Intel აშშ-ში ჩიპების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ - Intel-ის აქციები გაიზარდა
დონალდ ტრამპის განცხადებით, Apple და Intel ამერიკაში ჩიპების დიზაინსა და წარმოებაზე ითანამშრომლებენ. სიახლემ Intel-ის აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და აშშ-ის შიდა ჩიპწარმოების გაძლიერების გეგმებს დამატებითი იმპულსი მისცა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Saab-მა Comand AI-ის 10%-იანი წილი შეიძინა
შვედურმა თავდაცვითმა კომპანიამ Saab-მა ფრანგულ Comand AI-ში 10%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება 11.1 მილიონ ევროს, ანუ დაახლოებით 12.9 მილიონ დოლარს შეადგენს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Anthropic-ის ღირებულება 1 ტრილიონ დოლარს უტოლდება
Anthropic, რომელიც Claude-ის შემქმნელია, საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება. კომპანიამ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში კონფიდენციალური განაცხადი უკვე შეიტანა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Xiaohongshu-ს საბაზრო ღირებულება 70 მილიარდ დოლარამდე იზრდება
ჩინური სოციალური პლატფორმა Xiaohongshu, რომელიც საერთაშორისო დონეზე RedNote-ის სახელით არის ცნობილი, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) ემზადება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Nvidia-ს აქციების სამიზნე ფასმა 700 დოლარს გადააჭარბა
Nvidia ხელოვნური ინტელექტის სფეროში მაღალი მოთხოვნის ფონზე ზრდას აგრძელებს. კომპანიის საბაზრო ღირებულება უკვე 5 ტრილიონ დოლარს აღწევს
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ბიტკოინი სტაბილურია - ინვესტორები ფედერალური რეზერვისა და აშშ-ირანის შეთანხმების მოლოდინში არიან
ბიტკოინის ფასი შედარებით სტაბილურია, რადგან ინვესტორები ყურადღებას აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებისა და ფედერალური რეზერვის საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილებისკენ მიმართავენ. გაურკვევლობა კრიპტობაზარზე მსხვილი მოძრაობებისგან ინვესტორებს თავს აკავებინებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Morgan Stanley-მ Ferrari-ზე რეკომენდაცია გააუმჯობესა - აქციებში 24%-იან პოტენციალს ხედავს
Morgan Stanley-მ Ferrari-ის აქციების რეიტინგი „Equal Weight“-დან „Overweight“-მდე გაზარდა და სამიზნე ფასი €380-მდე აიყვანა. ბანკის შეფასებით, ბაზარმა კომპანიის წინაშე არსებული დროებითი გამოწვევები ზედმეტად ნეგატიურად შეაფასა, რის გამოც აქციები რეალურ ღირებულებაზე დაბლა ივაჭრება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ნავთობის ფასები შემცირდა - ბაზრები ჰორმუზის სრუტის გახსნას ელოდებიან
ნავთობის ფასები კვლავ დაეცა, რადგან ინვესტორები აშშ-სა და ირანს შორის დროებითი სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს ელოდებიან. ბაზრები ვარაუდობენ, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა გლობალური ნავთობის მიწოდებას გააუმჯობესებს და ენერგომატარებლებზე არსებულ ზეწოლას შეამცირებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
OpenAI ბირჟაზე გასვლისთვის ემზადება
ხელოვნური ინტელექტის გიგანტი OpenAI, აქციების საჯარო განთავსებამდე (IPO), ფინანსურ გამოწვევებს აწყდება. Financial Times-ის ინფორმაციით, 2025 წელს კომპანიის მთლიანმა ხარჯებმა 34 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა შემოსავალი 13 მილიარდი დოლარი იყო.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ბაფეტის ინდიკატორი რეკორდულ დონეს მიუახლოვდა
უორენ ბაფეტის ცნობილი ინდიკატორი, რომელიც საფონდო ბაზრის საერთო ღირებულებას ქვეყნის ეკონომიკის ზომას ადარებს, 2026 წელს რეკორდულ დონეზეა. ეს მიუთითებს, რომ აქციების ფასები ისტორიულად ძალიან მაღალ ნიშნულზეა და ბაზარზე რისკებიც იზრდება. 2026 წლის მაისის მონაცემებით, მაჩვენებელი 229.7%-ს აღწევს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Microsoft-ის აქციების ფასი სასამართლო დავის შემდეგ შემცირდა
Microsoft-ის აქციონერებმა კომპანიის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. სარჩელში ნათქვამია, რომ კომპანიამ ინვესტორებს არ მიაწოდა სრული ინფორმაცია Azure-ის ზრდის შენელებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დიდი ხარჯების შესახებ.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აზიური ტექნოლოგიური კომპანიების აქციები გაიზარდა - აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებამ ბაზრები გაამხნევა
აშშ-სა და ირანს შორის დროებითმა სამშვიდობო შეთანხმებამ აზიის ტექნოლოგიური სექტორის აქციების ძლიერი ზრდა გამოიწვია. ინვესტორები კვლავ აქტიურად დაბრუნდნენ ტექნოლოგიურ და AI სექტორში, ხოლო ნავთობის ფასების ვარდნამ ბაზრებზე რისკისადმი მზაობა გაზარდა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Sharon AI-ის აქციები ახალი პროექტის ფონზე გაიზარდა
Sharon AI-ის აქციების ფასი 6.7%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ VAST Data-სთან ახალი შეთანხმება გააფორმა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ბიტკოინის ფასი იზრდება
2026 წლის 14 ივნისის მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა $64,000-იან ნიშნულს გადააჭარბა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Etsy თუ Amazon - რომელია უკეთესი საინვესტიციო არჩევანი?
Etsy და Amazon - ინვესტორთა ყურადღებისთვის იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს Etsy-ის აქციების ზრდა Amazon-ის მაჩვენებლებს უსწრებს, გრძელვადიანი პერსპექტივა სიღრმისეულ დაკვირვებას მოითხოვს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
კოკა-კოლას აქციები ზრდას განაგრძობს
2026 წელს Coca-Cola-ს აქციების ფასი 18%-ით გაიზარდა, რაც საფონდო ბაზრის საშუალო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
იაპონიის საფონდო ბაზარმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - Nikkei 225 5.3%-ით გაიზარდა
იაპონიის Nikkei 225 ინდექსი 5.33%-ით გაიზარდა და ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. ზრდას ტექნოლოგიური და ინდუსტრიული კომპანიები ლიდერობდნენ, ხოლო ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამ და ოქროს გაძვირებამ გლობალური ბაზრების განწყობაც ასახა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
SpaceX-ის ისტორიული დებიუტი საფონდო ბირჟაზე
SpaceX-ის საბაზრო ღირებულებამ 2.2 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რის შედეგადაც კომპანია აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის მეექვსე ადგილზე გავიდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Bernstein-მა იაპონური ნახევარგამტარული აღჭურვილობის სექტორში სამი ფავორიტი კომპანია დაასახელა
Bernstein-ის შეფასებით, Tokyo Electron, Kokusai Electric და Screen Holdings იაპონიის ნახევარგამტარული აღჭურვილობის სექტორის ყველაზე საინტერესო კომპანიებს შორის არიან. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჩინეთის ბაზარზე არსებული დროებითი გამოწვევები ძირითადად კლიენტების საინვესტიციო ციკლებითაა გამოწვეული და არა კომპანიების კონკურენტული პოზიციების შესუსტებით.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
SpaceX-ის საბაზრო ღირებულება 1.77 ტრილიონ დოლარამდე იზრდება
SpaceX-ის ისტორიული IPO შესაძლოა კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული აღმოჩნდეს. კომპანია აქციების საჯარო განთავსებისას 1.77 ტრილიონი დოლარის შეფასებას და 75 მილიარდი დოლარის კაპიტალის მოზიდვას გეგმავს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Bernstein-მა ელექტრომოწყობილობების სექტორში 7 პერსპექტიული კომპანია დაასახელა
მონაცემთა ცენტრების განვითარება და ენერგოეფექტურობაზე მზარდი მოთხოვნა ელექტრომოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასების ზრდას განაპირობებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Botanix მუშაობას წყვეტს და მომხმარებლებს თანხის გატანას სთხოვს
ბიტკოინზე დაფუძნებული დამხმარე ქსელი Botanix მუშაობას წყვეტს. პროექტის ადმინისტრაცია მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ციფრული აქტივები ქსელიდან 9 ივლისამდე გაიტანონ, რადგან ამის შემდეგ თანხის დაბრუნება შეუძლებელი იქნება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ოქროს ფასი გაიზარდა - აშშ-ირანის მოლაპარაკებებმა ენერგეტიკული ინფლაციის შიში შეამცირა
ოქროს ფასი მცირედით გაიზარდა, რადგან აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ნავთობის ფასები შეამცირა და ენერგეტიკული ინფლაციის შიშები ნაწილობრივ შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში სამხედრო დაძაბულობა კვლავ გრძელდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Oracle-ის აქციები დაეცა მიუხედავად ძლიერი ფინანსური შედეგებისა - ინვესტორებს ხარჯების ზრდა აშფოთებთ
Oracle-მა ძლიერი კვარტალური შედეგები აჩვენა და მომავალი წლის მოგების პროგნოზი გაზარდა, თუმცა აქციები დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ 95 მილიარდ დოლარამდე გაზრდილი კაპიტალური ხარჯებისა და 40 მილიარდი დოლარის ახალი დაფინანსების მოზიდვის გეგმები წარადგინა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Rocket Lab-ის აქციების ფასი თითქმის გაოთხმაგდა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში Rocket Lab-ის აქციების ღირებულების მკვეთრი მატება ინვესტორთა დიდ ყურადღებას იპყრობს. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც კომპანიის სამომავლო წარმატებაზე მიუთითებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Frasers Group-ი Hugo Boss-ის სრულად შესაძენად 2.7 მილიარდ ევროს შეთავაზებას აკეთებს
Frasers Group-მა Hugo Boss-ის დარჩენილი აქციების შესაძენად 2.7 მილიარდი ევროს ღირებულების შეთავაზება გააკეთა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კომპანიის მიზანი შესაძლოა სრული კონტროლის მოპოვებაზე მეტად სტრატეგიული გავლენის გაზრდა იყოს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
LinkedIn ბიზნესრეკლამის მიმართულებას აძლიერებს - ახალი გუნდისგან $100 მილიონის შემოსავალს ელოდება
LinkedIn-მა ახალი მარკეტინგული გუნდი BrandWorks წარადგინა, რომლის მიზანია რეკლამის ეფექტიანობის გაზრდა და ბიზნესკლიენტების მოზიდვა. კომპანია ვარაუდობს, რომ ინიციატივა მომავალ ფინანსურ წელს 100 მილიონი დოლარის წლიურ შემოსავალს მიაღწევს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ნავთობის ფასები სტაბილურია - ბაზარი აშშ-სა და ირანს შორის ახალი დაძაბულობის მიმართ მშვიდად რეაგირებს
ნავთობის ფასები თითქმის უცვლელი დარჩა, მიუხედავად აშშ-სა და ირანს შორის ახალი სამხედრო დაპირისპირებისა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ კონფლიქტი ჯერჯერობით არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ენერგომომარაგებისთვის და კვლავ ელოდებიან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Lenovo-ს აქციები დაეცა - კომპანია პროდუქციის გაძვირებას ივლისიდან გეგმავს
Lenovo-ს აქციები მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ივლისიდან ყველა კატეგორიის პროდუქციაზე ფასების გაზრდას გეგმავს. გადაწყვეტილება მეხსიერების ჩიპების გაძვირებითა და AI ინდუსტრიიდან გაზრდილი მოთხოვნით არის განპირობებული.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Lenovo-ს აქციების ფასი შემცირდა
Lenovo-ს აქციების ფასი თითქმის 10 პროცენტით შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ივლისიდან პროდუქციას გააძვირებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
SpaceX-ის საბაზრო ღირებულება რეკორდულ ნიშნულს აღწევს: რას უნდა ველოდოთ IPO-სგან?
ილონ მასკის კომპანია, SpaceX-ი, საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება. კომპანიის მიზანია, მისი საბაზრო ღირებულება 1.77 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს, რაც მას ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმსხვილეს საჯარო კომპანიად აქცევს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Starbucks იაპონიაში ბიზნესის წილის გაყიდვას განიხილავს
Starbucks იაპონიაში საკუთარი ბიზნესის წილის გაყიდვას განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია საინვესტიციო ბანკებთან ერთად რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, მათ შორის ბიზნესში წილის გაყიდვასა და აქციების საჯარო შეთავაზებაზე.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Intel-ის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე
ტექნოლოგიური გიგანტების, Google-ისა და Tesla-ს მხარდაჭერით, Intel ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებაში წამყვან პოზიციებს იკავებს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Barclays-ის პროგნოზი: Alibaba-ს შემოსავლები გაიზრდება
Barclays-ის შეფასებით, Alibaba-ს აქციებს 2026 წლის მეორე ნახევარში ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნიათ. ბანკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის ონლაინ ვაჭრობის სექტორი წლის მეორე ნახევარში უფრო გააქტიურდება, რაც კომპანიის შედეგებზეც დადებითად აისახება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Citi ნახევარგამტარების სექტორში სამ ფავორიტს ასახელებს
ნახევარგამტარების სექტორში ბოლო დღეებში დაფიქსირებული ვარდნის მიუხედავად, საინვესტიციო ბანკი Citi ინდუსტრიის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ბანკის შეფასებით, ეს უფრო დროებითი ვარდნაა და სექტორის მიმართ ინტერესი კვლავ მაღალი რჩება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Ubtech Robotics-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა ძლიერი წინასწარი გაყიდვების შემდეგ
Ubtech Robotics-ის აქციები ორშაბათს მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გამოაცხადა თავისი ახალი სამომხმარებლო ჰუმანოიდი რობოტის მაღალი წინასწარი გაყიდვების მაჩვენებლები.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ტრამპი AI კომპანიებში სახელმწიფოს წილის შეძენას განიხილავს
დონალდ ტრამპი AI კომპანიებში სახელმწიფოს შესაძლო წილის შეძენის იდეას განიხილავს. ინიციატივის მიზანი ხელოვნური ინტელექტის სექტორის ეკონომიკური სარგებლის ფართო საზოგადოებაზე გადანაწილებაა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპული ჩიპმწარმოებლების აქციები ზედიზედ მესამე დღეა ეცემა
Broadcom-ის იმედგამაცრუებელი პროგნოზის ფონზე, ევროპული და გლობალური ჩიპმწარმოებლების აქციები კვლავ მცირდება. ინვესტორები AI სექტორში ზრდის ტემპის შენელების რისკებს აფასებენ.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ტაივანის საფონდო ბაზარი შემცირდა - ენერგეტიკულმა და პლასტმასის სექტორებმა ინდექსზე ზეწოლა მოახდინეს
ტაივანის საფონდო ინდექსი 1.33%-ით დაეცა, ხოლო ნავთობის ფასებმა 4%-ზე მეტი მოიმატა. ბაზარზე ზეწოლა ენერგეტიკისა და პლასტმასის სექტორების აქციების ვარდნამ გამოიწვია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Audioboom-ის აქციები დაეცა - კომპანიამ გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებები შეწყვიტა
პოდკასტების პლატფორმა Audioboom Group-ის აქციები 10.7%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Bybit-ზე SpaceX-ის აქციების ციფრული ვერსიების გაყიდვა იწყება
კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit მომხმარებლებს SpaceX-ის აქციების ციფრული ვერსიების შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ამისთვის ტრადიციული საბროკერო ანგარიშის გახსნა საჭირო არ იქნება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ-ის მთავრობა OpenAI-ის აქციონერი ხდება
OpenAI-ის საბაზრო ღირებულება 850 მილიარდ დოლარს აღემატება, რის ფონზეც აშშ-ის მთავრობა კომპანიის პარტნიორობასა და მასში სახელმწიფო წილის მოპოვებას განიხილავს. თეთრი სახლის ადმინისტრაციასა და სემ ალტმანს შორის მოლაპარაკებები ამ საკითხზე უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, სახელმწიფო სხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტირებასაც გეგმავს, რათა ამერიკელი ხალხი მათი სრულუფლებიანი პარტნიორი გახდეს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში ბიზნეს სექტორის შემოსავლები და აქციების ფასები იზრდება
2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება, არამხოლოდ სპორტული, არამედ მასშტაბური ეკონომიკური მოვლენაა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
3 აქცია, რომლის შეძენისგანაც თავი უნდა შეიკავოთ
ექსპერტებმა გამოყვეს სამი კონკრეტული კომპანია, რომელთა აქციების შეძენისგან თავის შეკავება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
SpaceX-ის ისტორიული IPO: ღირს თუ არა ინვესტირება - ექსპერტთა შეფასებები
მიმდინარე წლის 12 ივნისს იგეგმება კოსმოსური ინდუსტრიის გიგანტის, SpaceX-ის საწყისი საჯარო შეთავაზება (IPO), რომლის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ შესაძლოა უპრეცედენტო ნიშნულს - 1.8 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Sandisk-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა
ბოლო 12 თვეში კომპანია Sandisk-ის აქციების ფასი წარმოუდგენელი 4,900%-ით გაიზარდა. ხელოვნური ინტელექტის ბუმისა და მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ფონზე, მეხსიერების ჩიპების გიგანტი ზუსტად საჭირო დროსა და ადგილას აღმოჩნდა.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ხელოვნური ინტელექტის მიერ შერჩეული აქციები 202%-ით გაიზარდა
თანამედროვე ფინანსურ ბაზარზე ხელოვნური ინტელექტი (AI) საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ფუნდამენტურად ცვლის. 2026 წლის ივნისის მონაცემებით, სპეციალური ალგორითმით შერჩეული აქციების სტრატეგიის შედეგი 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე 202.63%-ს აღწევს, რაც S&P 500-ის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ბიტკოინის ფასი შესაძლოა 40 000 დოლარზე დაბლა დაეცეს
კრიპტოვალუტის ბაზარზე არასტაბილურობა გრძელდება. Wolfe Research-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ბიტკოინის ფასი ოქტომბრის ბოლოსთვის შესაძლოა 40 000 დოლარზე დაბლა ჩამოვიდეს.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
IFF-ის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა კომპანია International Flavors & Fragrances-ის (IFF) საკრედიტო რეიტინგი გაზარდა. გადაწყვეტილება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ვალის შემცირებას უკავშირდება.
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ოქროს ფასი გაიზარდა ნავთობის გაიაფების ფონზე
ოქროს ფასები 1%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასების შემცირებამ შეამცირა ინფლაციისა და ცენტრალური ბანკების მხრიდან საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინი.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Persol Holdings-ის აქციები ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე დაეცა
Persol Holdings-ის აქციები 6.5%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის კონკურენციის მარეგულირებელი ორგანო კომპანიას შესაძლო ანტიმონოპოლიურ დარღვევებს იძიებს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Hesai-ის აქციები Nvidia-ს პარტნიორული სიახლეების ფონზე გაიზარდა
Hesai Group-ის აქციები 6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Morgan Stanley-მ აღნიშნა, რომ Nvidia-ს მიერ Sharpa-ს არჩევა ჰუმანოიდი რობოტების საცნობარო პლატფორმად Hesai-სთვის დამატებით ზრდის შესაძლებლობებს ქმნის.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
DHL Europe ზაფხულისთვის ავიაციის საწვავის მარაგების სტაბილურობას ადასტურებს
DHL Express Europe-ის განცხადებით, ირანის ომის მიუხედავად, კომპანიამ ზაფხულის სეზონისთვის ავიაციის საწვავის საკმარისი მარაგები უზრუნველყო და ამ ეტაპზე ოპერაციებისთვის შეფერხების რისკს არ ხედავს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
McDonald’s მომხმარებლების დაბრუნებას ცდილობს
McDonald’s მომხმარებლების დაბრუნებას ცდილობს
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Fluence Energy-ის აქციები 51%-ით გაიზარდა
Fluence Energy-ის აქციები 51%-ით გაიზარდა
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Wise-ის აქციები მკვეთრად დაეცა ბელგიაში ფულის გათეთრების შესაძლო გამოძიების ფონზე
ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Wise-ის აქციები ორშაბათს ლონდონის ბირჟაზე მკვეთრად დაეცა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Morgan Stanley ზრდის ორი ტაივანური ჩიპმწარმოებლის შეფასებას მეხსიერების ბაზრის გაძლიერების ფონზე
საინვესტიციო ბანკმა Morgan Stanley ორი დიდი ნახევარგამტარების კომპანია დააწინაურა Equal weight-დან Overweight-ის შეფასებამდე.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ტაივანის საფონდო ბაზარმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა
Taiwan Weighted Index ორშაბათს 2.51%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ძირითადად ტექნოლოგიური, პლასტმასისა და ენერგეტიკული სექტორების ძლიერმა შესრულებამ განაპირობა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Samsung-ისა და LG-ის აქციები გაიზარდა - ინვესტორები Nvidia-სთან შესაძლო პარტნიორობებს ელოდებიან
სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯენსენ ჰუანგი სამხრეთ კორეას ეწვევა და ადგილობრივი ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელებს შეხვდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Meta-ს აქციების სამიზნე ფასი 835 დოლარზე შენარჩუნდა
Meta-ს აქციების სამიზნე ფასი 835 დოლარზე შენარჩუნდა
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Gap-ისა და American Eagle-ის აქციები მკვეთრად დაეცა სუსტი პროგნოზების ფონზე
აშშ-ის ტანსაცმლის სექტორში Gap Inc.-ისა და American Eagle Outfitters-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში მკვეთრად დაეცა, მას შემდეგ რაც ორივე კომპანიამ სუსტი წლიური პროგნოზები გამოაქვეყნა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპული ბაზრები გაიზარდა - ნავთობი დაეცა ირანთან დაკავშირებული დიპლომატიური პროგრესის ფონზე
ევროპის საფონდო ბირჟები მცირე ზრდით გაიხსნა, რადგან აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შესაძლო პროგრესმა ბაზრის განწყობა გააუმჯობესა. STOXX Europe 600 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო გერმანიის და საფრანგეთის ინდექსებმაც ზომიერი ზრდა აჩვენა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Honda აშშ-ში თითქმის 99,000 ავტომობილს აირბაგების დეფექტის გამო იწვევს
Honda Motor Co. აშშ-ის ბაზარზე დაახლოებით 98,892 ავტომობილს იწვევს წინა მგზავრის სავარძელში არსებული სენსორის დეფექტის გამო.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Rubrik-ის აქციების ფასი შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს
Rubrik-ის აქციების ფასი შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს
მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირმა Temu €200 მილიონით დააჯარიმა პლატფორმაზე უკანონო პროდუქტების კონტროლის დარღვევის გამო
Temu ევროკავშირმა €200 მილიონით დააჯარიმა, რადგან რეგულატორების შეფასებით პლატფორმამ საკმარისად ვერ შეაჩერა უკანონო პროდუქციის გაყიდვა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების მსოფლიო ბაზარი თავის ისტორიაში ყველაზე სუსტი წლისთვის ემზადება
სმარტფონების მსოფლიო ბაზარი თავის ისტორიაში ყველაზე სუსტი წლისთვის ემზადება
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Traders’ Hub და Benefit - პარტნიორობა, რომელიც ფინანსურ განათლებასა და პრემიუმ გამოცდილებას აერთიანებს
ტრეიდერების ჰაბი და Benefit იწყებენ პარტნიორობას, რომელიც აერთიანებს ფინანსურ განათლებას, თანამედროვე ბიზნეს გარემოსა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხარისხიანი ცოდნის, ინოვაციური იდეებისა და პროფესიული გამოცდილების ფართო აუდიტორიამდე მიტანას.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ინვესტორების პროგნოზით Tesla-სა და SpaceX-ის შერწყმა გარდაუვალია
ინვესტორების პროგნოზით Tesla-სა და SpaceX-ის შერწყმა გარდაუვალია
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Bath & Body Works-ის მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა - აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში მკვეთრად გაიზარდა
Bath & Body Works, Inc.-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლებმაც ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა და წინასაბაზრო ვაჭრობაში აქციების დაახლოებით 15%-იანი ზრდა გამოიწვია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Abercrombie & Fitch-ის მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა - აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში გაიზარდა
Abercrombie & Fitch Co.-მა კვარტალში მოგების მხრივ მოლოდინები გადააჭარბა, თუმცა შემოსავალი ოდნავ ჩამორჩა პროგნოზს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Nvidia-ის AI ჩიპების შესაძლო კონტრაბანდა ჩინეთში - ტაივანში სამი პირი დააკავეს
ტაივანში დაკავებულმა სამმა პირმა, პროკურორების ეჭვით, შეძლო NVIDIA Corporation-ის AI ჩიპების შემცველი სერვერების მინიმუმ ერთი პარტიის კონტრაბანდული გზით ჩინეთში გადატანა, იაპონიის გავლით.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Xiaomi-ის აქციები დაეცა - მოგებაზე ჩიპების გაძვირებამ და კონკურენციამ იმოქმედა
Xiaomi-ის აქციები თითქმის 3%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოსალოდნელზე სუსტი პირველი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კიბერუსაფრთხოების 5 კომპანია, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გამოირჩევა
კიბერუსაფრთხოების 5 კომპანია, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გამოირჩევა
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Samsung-ის აქციები დაეცა - თანამშრომელთა პროფკავშირი გაფიცვას მაინც გეგმავს
ტექნოლოგიური გიგანტის Samsung Electronics აქციები პარასკევს 7.6%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიის ყველაზე დიდმა პროფკავშირმა განაცხადა, რომ მაისის ბოლოს დაგეგმილ გაფიცვას მაინც გამართავს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ბაზრები ირანთან შეთანხმების მოლოდინში არიან, თუმცა ანალიტიკოსები ზედმეტი ოპტიმიზმისგან აფრთხილებენ
გლობალურ ბაზრებზე იზრდება ოპტიმიზმი, რომ აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო შეთანხმებამ შესაძლოა ჰორმუზის სრუტის გახსნა გამოიწვიოს და ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური რისკი შეამციროს.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
BofA ივნისში აქციების გაყიდვის რისკებზე საუბრობს
BofA ივნისში აქციების გაყიდვის რისკებზე საუბრობს
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Burberry-ის აქციები დაეცა - კომპანიამ დივიდენდი გააუქმა და სუსტი პროგნოზი გამოაქვეყნა
ბრიტანული ლუქს ბრენდის Burberry Group Plc აქციები ხუთშაბათს 2%-ზე მეტით შემცირდა, მას შემდეგ რაც კომპანიამ დივიდენდის გაუქმება და მოსალოდნელზე სუსტი პროგნოზი დააანონსა.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Huawei-ის ტექნოლოგიურმა პროგრესმა ჩინური ჩიპების აქციები მკვეთრად გაზარდა
Huawei-ის მიერ ჩიპების დიზაინში გამოცხადებულმა ტექნოლოგიურმა გარღვევამ ჩინური ნახევარგამტარების კომპანიების აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
TotalEnergies სუფთა ენერგიის მიმართულებას აფართოებს
TotalEnergies სუფთა ენერგიის მიმართულებას აფართოებს
მარიამ ქადარიაწაიკითხე
Softcat-ის აქციები 9%-ზე მეტით გაიზარდა - AI ინფრასტრუქტურის მოთხოვნა ზრდას აჩქარებს
Softcat-ის აქციები პარასკევს 9%-ზე მეტით გაიზარდა, მას შემდეგ რაც კომპანიამ წლიური მოგების პროგნოზი გააუმჯობესა. ზრდა განპირობებულია ძლიერი შედეგებით მესამე კვარტალში, სადაც როგორც მოგება, ისე საოპერაციო შედეგები ორნიშნა ტემპით გაიზარდა, ძირითადად კორპორაციული კლიენტების მხრიდან AI-ზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურაზე მზარდი მოთხოვნის გამო.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
SoftBank-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა - AI ინვესტიციებისა და IPO-ების მოლოდინი ინტერესს ზრდის
SoftBank Group-ის აქციები პარასკევს მკვეთრად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა - ფასი 14%-ით გაიზარდა და 6,881 იენს მიაღწია. ზრდის მთავარი მიზეზი ხელოვნური ინტელექტის სექტორის მიმართ ინვესტორების გაზრდილი ინტერესია, განსაკუთრებით OpenAI-ის შესაძლო IPO-ს მოლოდინი. პოზიტიურ განწყობას ასევე აძლიერებს NVIDIA Corporation-ის ძლიერი ფინანსური შედეგები და Arm Holdings-ის პერსპექტივები AI ინფრასტრუქტურის მიმართულებით. გარდა ამისა, SoftBank გეგმავს SB Energy-ის ბირჟაზე გაყვანას და უკვე გამოაცხადა რეკორდული წლიური მოგება, რაც ძირითადად OpenAI-ში განხორციელებულ ინვესტიციას უკავშირდება.
ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხეNanobiotix აჩვენებს ფილტვის კიბოს ადრეული ტესტირების მონაცემებს ESTRO-ზე
პარიზი და კემბრიჯი, მასაჩუსეტსი - Nanobiotix (Euronext:NANO, NASDAQ: NBTX) დღეს გამოაცხადა CONVERGE კვლევის საწყის მონაცემების პრეზენტაციის შესახებ, რომელიც არის Johnson & Johnson-ის დაფინანსებული II ფაზის კლინიკური საცდელი, რომელშიც ფასდება JNJ-1900 (NBTXR3) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ 3 ეტაპის ოპერაციისთან დაუკეცი უმცროსი უჯრედის ფილტვის კიბო.
რატი ქირიაწაიკითხე

